in

„ვოლტი“ უკვე რუსთავშია!

„ვოლტის“ მომსახურებას კიდევ ერთი ქალაქი დაემატა – ამიერიდან, შესაძლებელია, სასურველი შეკვეთები რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან თუ მაღაზიებიდან რუსთავში მიიღოთ. ეს რიგით მეოთხე ქალაქია საქართველოში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ – სადაც „ვოლტი“ ოპერირებს.

bog
bog-mob

რუსთაველებისთვის „ვოლტით“ შეკვეთა მუდმივი სიახლეებით, შეთავაზებებითა, უფასო მიტანით და ფასდაკლებებით იქნება სავსე. ამჯერად, მთელი ზაფხულის განმავლობაში, „ვოლტის“ მომხმარებელი რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში „ვოლტისა“ და „მასტერქარდის“ ერთობლივი კამპანიით სარგებლობას შეძლებს: „მასტერქარდით“ გადახდის შემთხვევაში, სამივე ქალაქში მიტანის სერვისი უფასოა და მიტანის საფასური, შეკვეთის განხორციელებისთანავე, მომხმარებელს „ვოლტის“ ანგარიშზე დაუბრუნდება.

15 ივნისამდე კი რუსთაველებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს – RUSTAVIWOLT პრომო კოდის გამოყენებისას მომხმარებელი „ვოლტის“ ანგარიშზე 10-ლარიან კრედიტს მიიღებს!“.

რუსთავში „ვოლტის “მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 50-მდე ობიექტი, მათ შორის რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, და მაღაზიები.

ასე რომ, ჩამოტვირთეთ „ვოლტის“ აპლიკაცია და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, პროდუქტები, მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები და სხვა მრავალი პროდუქტი უკვე რუსთავშიც. აღმოაჩინე, შეუკვეთე, ისიამოვნე, ახლა უკვე რუსთავშიც!“

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 150-ზე მეტ  ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 40 000-ზე მეტ რესტორანსა და 90 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt, საქართველოში, 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, კომპანიის აპლიკაციით, კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და უკვე წყნეთის რესტორნებიდან და ობიექტიდან შეგიძლიათ. „ვოლტის“ სერვისით, ყოველდღიურად. ათი ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

 

[R]

როგორია პოსტ-პანდემიური სამუშაო ადგილის 5 მოდელი?

ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორი ყველა მოწყობილობას 7 დღის სამყოფ ენერგიას მიაწვდის