„ვოლტის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთი წლისაა. საიუბილეო თარიღს, კომპანია, ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს და მათ ყველა რესტორნიდან უფასო მიტანას სთავაზობს.
„Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. ეს მისია საქართველოში „ვოლტმა“ შეასრულა – მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს საყვარელი კერძები როგორც საერთაშორისო ქსელური (McDonalds, Wendy’s, Dunkin’, Paul, Domino’s Pizza), ისე ლოკალური რესტორნებიდან. რაც მთავარია, ამ ერთ წელიწადში ათასობით ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ. მუდმივად ვცდილობთ, საკვების მიტანის სერვისი მათთვის მარტივ, კომფორტულ და სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ“.
„ვოლტი“ ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, მისი სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 15 ქვეყანასა და 50 -ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, საქართველოში კი – თბილისა და ბათუმში.
„ამ ერთი წლის განმავლობაში „ვოლტმა“ მომხმარებელს მიტანის სერვისი თბილისის 250-ზე მეტი რესტორნიდან შესთავაზა. 2019 წლის გაზაფხულიდან კი კომპანიის მომსახურება ბათუმშიც გახდა შესაძლებელი“.
[R]