in

ხრაშუნი მომგებიანია! – Wolt-ის და KFC-ის საზაფხულო კამპანია

Wolt-ის და KFC-ის ახალი, საზაფხულო კამპანია დაიწყო! Wolt-ის მომხმარებელი, ვინც კვირის განმავლობაში, KFC-ის ყველაზე მეტ, 27 ლარზე მეტის ღირებულების შეკვეთას დააგროვებს, კვირის ბოლოს საჩუქრად მიიღებს მოგზაურობას საქართველოს საუკეთესო კურორტებსა და სასტუმროებში. კამპანია შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ პარასკევს კვირის ახალ გამარჯვებულს გამოავლენს.

კამპანიის პირველი გამარჯვებული 31 ივლისს გამოვლინდა და ის ერთი ღამით, სასტუმრო “Lopota Lake Resort & Spa”-ში მიემგზავრება. გამარჯვებულები ყაზბეგში, ბათუმში, ბაკურიანში, კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, რითაც კამპანია შიდა ტურიზმის გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს.

KFC-ის რესტორნების ქსელი ექსკლუზიურად Wolt-ზეა წარმოდგენილი. პარტნიორი კომპანიები მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ საინტერესო აქციებსა და სხვადასხვა შეთავაზებებს. Wolt-ის და KFC-ის საზაფხულო კამპანია 13 სექტემბერს დასრულდება.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. ბრენდი, მსოფლიოს 22 ქვეყანაში, ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10 000-ზე მეტ რესტორანსა და 20 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს. საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 300-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

KFC კი (Kentucky fried chicken), თითქმის, საუკუნეა, მსოფლიოს 120 ქვეყანაში მილიონობით ადამიანის საყვარელი რესტორანია. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კომპანია თბილისში 6 რესტორნით არის წარმოდგენილი. შემოდგომაზე თბილისში KFC-ის ორი ახალი რესტორანი გაიხსნება. 2020 წლიდან გახსნილი ყველა რესტორანი მომხმარებელს სთავაზობს ახალ, კომფორტულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას – ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დახმარებით.

 

[R]

გოგონებს, ვირუსული ვიდეოდან, ჩოგბურთს როჯერ ფედერერი ეთამაშება

10 სტარტაპი, რომლის ნახვაც Mystartup.ge-ზე შეგიძლიათ