in

„დიდი სიყვარულის დასაწყისი“ – Wolt ქუთაისშია!

2020 წლის 6 აგვისტოდან, Wolt-მა ოპერირება ქუთაისში დაიწყო და ახლა უკვე ქუთაისლების გულის დაპყრობას გეგმავს. შესვლის დღიდან, მთელი კვირის მანძილზე, ქუთაისში Wolt მომხმარებელს უფასო მიწოდების სერვისს შესთავაზებს. პრომო-კოდით KUTAISI, ყველა მომხმარებელი ქუთაისში, პირველი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, 5-ლარიან კრედიტსაც მიიღებს Wolt-ის საკუთარ ანგარიშზე.

„დიდი სიყვარულის ისტორია დაწყებულია, ქუთაისი თავის მომხარებელს ვოლტის აპლიკაციით საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ საინტერესო და გემრიელი კერძები, შეუკვეთონ, მიიღონ შეკვეთა ყველაზე სწრაფად ქალაქში, ისარგებლონ სწრაფი და კომფორტული მხარდაჭერის სერვისით და ისიამოვნონ ახლა უკვე ქუთაისშიც“.

ქუთაისი, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს მესამე ქალაქია, სადაც Wolt ოპერირებს. ქუთაისში Wolt-ით საკვების შეკვეთა ოცამდე ადგილობრივი რესტორნიდანაა შესაძლებელი. ვოლტის მომხმარებელს ბარათით გადახდის გარდა ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ნაღდი ანგარიშსწორებითაც.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10 000-ზე მეტ რესტორანსა და 20 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

 

[R]

აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფონდ „1იანობის“ ბენეფიციარებს მხარდაჭერა გაუწია

გაჩა ბაქრაძის ახალი EP, „Western Arrogance“