in

Wolt Market კიდევ ერთი ფილიალი დიდ დიღომში გაიხსნა

თბილისში Wolt Market-ის ახალი, რიგით მე-4 ფილიალი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე გაიხსნა. ახლა უკვე Wolt Market-იდან შეკვეთა თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი.

Wolt-ის პირველი ონლაინ სუპერმარკეტი Wolt Market თბილისში ამ წლის იანვარში გაიხსნა და სულ რაღაც ექვსი თვის პერიოდში მას კიდევ სამი ფილიალი შეემატა. სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი სუპერმარკეტის ასეთი სწრაფი ზრდა სურსათის და სხვა საცალო პროდუქტების დიდმა არჩევანმა, მათმა მუდმივმა ხელმისაწვდომობამ და ძალიან სწრაფი მიწოდების სერვისმა განაპირობა.

Wolt Market-მა მომხმარებლისთვის სურსათის, ხილისა და ბოსტნეულის, სასმლის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შერჩევისა და შეკვეთის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. აღსანიშნავია, რომ Wolt Market 24 საათის მანძილზე ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლისთვის ასევე დიდი კომფორტია.

Wolt Market-იდან შეკვეთის მიტანის საშუალო დრო 20 წუთია. თუმცა კომპანია კვლავ განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მიტანის ეს დრო იყოს არა საშუალო, არამედ გარანტირებული დანაპირები.

Wolt Market-ში ასევე დიდი ყურადღება ექცევა პროდუქციის სწორი, მომხმარებლისთვის ყველაზე ფასეული და, რაც მთავარია, საკმაოდ დიდი ასორტიმენტის არსებობას და მის მუდმივ ხელმისაწვდომობას.

Wolt Market-ში შეკვეთის ფორმირებას ფიქერები (შეკვეთის შემგროვებლები) ახორციელებენ. ყველა ფიქერმა სპეციალური მომზადება გაიარა იმისათვის, რომ მათ შეკვეთის არა მხოლოდ სწრაფად მოგროვება, არამედ ხარისხიანად შერჩევა და უშეცდომოდ ფორმირება შეძლონ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ შეარჩევდით სასურველ პროდუქტებს.

ასე რომ, Wolt Market-იდან ახლა უკვე თბილისის ყველა უბანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ და შეკვეთა რეკორდულად სწრაფ დროში მიიღოთ.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

 [პარტნიორის კონტენტი]

„ციფრულ სამყაროში გაზომვადი არტისტი უნდა იყო“ – სოციალური მედიის აუდიტის შესახებ

მალე ასტრონავტებს ოპერაციას კოსმოსშიც გაუკეთებენ