30
Jul
2019

„გამოიძახებ საკვებს Wolt-ით, გადაიხდი Mastercard-ით და 5 ლარი უკან დაგიბრუნდება“

30 Jul 2019

29 ივლისიდან, ექვსი კვირის განმავლობაში, თუ Wolt-ის შეკვეთას Mastercard-ის ბარათით გადაიხდით, ყოველ ჯერზე, 5 ლარი უკან, „ვოლტის“ ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ეს Wolt-ისა და Mastercard-ის ერთობლივი, უპრეცედენტო შეთავაზებაა, რომელიც ონლაინ გადახდების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ონლაინ გადახდები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მის უპირატესობას, ნაღდი ფულით გადახდასთან შედარებით. იმას, რომ ონლაინ გადახდისას ვზოგავთ დროს, უკეთ ვაკონტროლებთ ჩვენს ბიუჯეტს და თავს ვიზღვევთ ზედმეტი ხარჯებისგან, ახლა კიდევ ერთი უპირატესობა დაემატა – თუ Wolt-ის აპლიკაციაში შეკვეთის გადახდას Mastercard-ის ბარათით განახორციელებთ, თითოეულ შეკვეთაზე, 5 ლარი დაგიბრუნდებათ უკან, „ვოლტის“ ანგარიშზე“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, Wolt საქართველოს ბაზარზე საკვების მიტანის ერთადერთი სერვისია, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი. ამიტომ, მათი თქმით, გასაკვირი არაა, რომ Mastercard-ის სააქციო შეთავაზება ექსკლუზიურად მხოლოდ „ვოლტერებისთვის“ იქნება ხელმისაწვდომი.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 17 ქვეყანასა და 60-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი და ბათუმი.

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაა – ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მათ მახლობლად მდებარე რაც შეიძლება მეტი ობიექტიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამორჩეულად მეგობრული ონლაინ მხარდაჭერის გუნდი კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 350-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს“.

[R]

განხილვა