in

Wolt-ის და McDonald’s-ის ჯადოსნური საახალწლო აქცია

Wolt და McDonald’s-მა ერთობლივი წინასაახალწლო აქცია დაიწყო – McDonald’s-ში Wolt-ით განთავსებულ თითოეულ შეკვეთას საახალწლო საჩუქარი მოჰყვება. მომხმარებელი ყველა შეკვეთასთან ერთად McDonald’s-ის ან Wolt-ის სხვადასვა ბრენდირებულ საახალწლო საჩუქარს მიიღებს, მათ შორისაა ბრენდირებული წინდა (7 სხვადასხვა დიზაინიდან ერთ-ერთი), ჩანთა და მობილურის აქსესუარები.

BOG
BOG

აქცია სლოგანით “შენს ყველა შეკვეთას საჩუქრად ვაქცევთ” 18 დეკემბერს დაიწყო. კამპანიის ვიდეო რგოლზე Wolt-ის და McDonald’s-ის გუნდთან ერთად სარეკლამო სააგენტო watergunz-მა იმუშავა.

ეს Wolt-ის და McDonald’s-ის უკვე მეორე ერთობლივი ექსკლუზიური კამპანიაა. მსგავს ერთობლივ აქტივობებს კომპანიები მომავალშიც გეგმავენ.

https://www.facebook.com/woltgeorgia/videos/531972237385857/?v=531972237385857

“მაკდონალდსი” რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 19 ქვეყანასა და 62-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი და ბათუმი.

“Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეული მიდგომაა – ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მათ მახლობლად მდებარე რაც შეიძლება მეტი ობიექტიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამორჩეულად მეგობრული ონლაინ მხარდაჭერის გუნდი კი, ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 350-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[R]

“სინერჯი კაპიტალი” – როგორ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიების თანამესაკუთრე

როგორ გადავეჩვიოთ ჩვენს შეცდომებზე ზედმეტ ფიქრს?