in

„ვოლტის” მისიაა, გავხადოთ ქალაქები უკეთესი ერთი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებისთვის, კურიერებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის – ნატალია ხიზანიშვილი

ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა მიტანის სერვისით სარგებლობაზე, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

საქართველოს ბაზარზე მიტანის სერვისის მიმწოდებელი არაერთი კომპანია ოპერირებს. მათ შორისაა სფეროს ერთ-ერთი ლიდერი „ვოლტი”.

როგორც ცნობილია, საქართველო არის პირველი ქვეყანა ევროკავშირს გარეთ, რომლის ბაზარზე Wolt შემოვიდა და საქმიანობა 8 თანამშრომლით, 30 პარტნიორი კურიერითა და 100 პარტნიორი კვების ობიექტით დაიწყო. სწრაფი ზრდის დინამიკის შედეგად, კომპანია დღეს უკვე 420 თანამშრომელს, 7000 პარტნიორ კურიერს, 3000-ამდე პარტნიორ მაღაზიასა და კვების ობიექტს აერთიანებს.

Wolt-საქართველო კომპანიის რეგიონული ქსელის (აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ლიდერია. სწორედ საქართველოდან მართავს კომპანიის რეგიონულ ქსელს 3 ქვეყანაში რეგიონული გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი, რომლის ინტერვიუ FORBES-ყაზახეთში გამოქვეყნდა.

ვოლტის რეგიონული მენეჯერი Forbes-ყაზახეთთან საუბრობს იმ სიახლეებზე, რომელსაც კომპანია ამჟამად ნერგავს და აცხადებს, რომ Wolt-ის სურვილია, მომხმარებლებს მიწოდების სერვისით შეეძლოთ ყველაფრის მიღება, მათთვის მოსახერხებელ დროს და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენი მისიაა, გავხადოთ ქალაქები უკეთესი ერთი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებისთვის, კურიერებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის; ვოლტის გლობალური სტრატეგია მიმართულია სწრაფ განვითარებასა და ზრდაზე. ბიზნესისთვის ჩვენ ასევე გვაქვს Wolt Ads მიმართულება, როგორც სერვისის ნაწილი, პარტნიორებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის წარდგენა რელევანტური აუდიტორიის წინაშე. ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსხვავდება ტრადიციული ციფრული არხებისგან და, რაც მთავარია, მათი ღირებულება გამოითვლება მიღწეული შედეგების მიხედვით“,- აცხადებს ნატალია ხიზანიშვილი და აღნიშნავს, რომ პროექტის მიმართ რესტორნებისა და მაღაზიების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს, ვინაიდან Wolt Ads მათი გაყიდვების გასაზრდელად შეიძლება ახალი არხი გახდეს.

გლობალურობა ვოლტს აძლევს საშუალებას, გაიზიაროს წარმატებული გამოცდილება და კიდევ უფრო გააუმჯობესოს სერვისები.

მენეჯმენტის გუნდთან ერთად ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, გაიზარდონ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. როდესაც კომპანიაში ჩნდება ვაკანსიები ახალ პოზიციებზე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თანამშრომლებს ვაძლევთ საშუალებას, გამოავლინონ საკუთარი თავი. თუ თანამშრომლებს რაიმე აინტერესებთ, მზად ვართ, ამაშიც მხარი დავუჭიროთ. ასე გაჩნდა ყაზახეთის ოფისში, მაგალითად, ყაზახური ენის უფასო კურსები, პროფესიული უნარების ამაღლების ტრენინგი და ფრენბურთის განყოფილებაც კი“, – აცხადებს ნატალია ხიზანიშვილი.

რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, ვოლტის რეგიონული გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ პრიორიტეტია მომხმარებელთა კმაყოფილება და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება.

„მომავალ წელს გავაგრძელებთ როგორც სარესტორნო, ისე საცალო ბიზნესის სფეროში განვითარებას. ჩვენ განვაგრძობთ უწყვეტ განვითარებას რეგიონებში და, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სერვისის გასაუმჯობესებლად არსებულ ქალაქებში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და მიზნები. ზრდის და განვითარების შესაძლებლობების ძიება ჩვენი ძლიერი მხარეა“, – აცხადებს ნატალია ხიზანიშვილი.

[პარტნიორის კონტენტი]

Red Bull-ის ათლეტის „ფრთაშესხმული“ ოცნება

„Upgaming ჩემთვის არის ადგილი, სადაც შემიძლია ვაკეთო ის, რაც მიყვარს“ — გაიცანი Upgaming-ის Senior Back-end დეველოპერი