in

Wolt-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა

Covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ვოლტმა“, უკონტაქტო მიტანის ფუნქცია გაუშვა. მონიშნეთ უკონტაქტო მიტანა თქვენს აპლიკაციაში და კურიერი შეკვეთას კართან დაგიტოვებთ.

 

„12 მარტიდან ფუნქცია ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე („ვოლტისაპლიკაციასა და wolt.com-ზე). თუ აპლიკაციაში ფუნქციას ვერ ხედავთ, განაახლეთ თქვენი iOS და Android აპლიკაციები და ფუნქციონალი ხელმისაწვდომი გახდება. უკონტაქტო მიტანის ფუნქცია აპლიკაციაში გამოჩნდება „გადახდის“ გვერდზე, შეკვეთის ტიპის ქვეშ. როგორც იცით, „ვოლტს“ არ აქვს ნაღდი ფულით გადახდა, ამიტომ, უკონტაქტო მიტანის ფუნქციის გამოყენება მის ყველა მომხმარებელს შეუძლია. კურიერები კი კვლავ დაცულები არიან ნაღდ ფულთან კონტაქტისგან. „ვოლტი“ რეგულარულად მოგაწვდით სიახლეებს ყველა იმ აქტივობასთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს Covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#woltsafedelivery“

[R]

თიბისი სესხებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს

2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები SANGU-სთვის