in

გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით და მიიღე Paragraph Hotels-ის საგზურის მოგების შანსი

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს.

მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (6 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით) Wolt-ის აპლიკაციაში, „კარფურის“ გამოძახებისას საქართველოს ბანკის PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის პროდუქციას შეიძენს, მიიღებს შანსს, მოიგოს სასტუმრო „პარაგრაფის“ 2-დღიანი საგზური, 2 პერსონაზე (დილის საუზმით).

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდება ის სამი გამარჯვებული, რომლებმაც საქართველოს ბანკის PLUS ბარათით ყველაზე მეტი (მინიმუმ 50 ლარის) შეკვეთა განახორციელეს „კარფურიდან“, Wolt-ის აპლიკაციის გამოყენებით.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და  მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით.    ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და  შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

[R]

ცნობილი ბრენდების მარკეტინგული კამპანიები მეტავერსში

ტექნოლოგიური თანამშრომლობა – ,,მეიქინგ საიენს სვიფტი’’ გლობალურ კომპანია ,,სნაიტექს“ დაუმეგობრდა