in

Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება 

Wolt საქართველოს მხარდაჭერის გუნდი, რომელიც მომხმარებელთა დისტანციურ მომსახურებას ახორციელებს, უკვე რამდენიმე თვეა, Wolt-ის სხვა ევროპულ ბაზრებსაც ემსახურება. საქართველოს მომსახურების ცენტრი მხარდაჭერას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, დანია, შვედეთი და საბერძნეთი, სულ მალე კი, ამ ქვეყნების სიას გერმანიაც შეემატება.

ამის გამო Wolt საქართველო აქტიურად ეძებს გერმანულენოვან თანამშრომლებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში, ძირითადი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნა და მომხმარებელთა მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა: https://bit.ly/3uJJj0s

რატომ გადაწყვიტა საერთაშორისო კომპანიამ მომსახურების ცენტრის საქართველოში განვითარება? ამ შეკითხვას Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი პასუხობს:

„უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც Wolt საქართველოში ოპერირებს და ამ ხნის მანძილზე Wolt საქართველოს მხარდაჭერის გუნდმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მათ შორის, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო და სწრაფია “Woltwide”. ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენთან მუშაობს, სხვა უნარებთან ერთად, სრულყოფილად ფლობს არაერთ უცხო ენას. ამიტომაც, ამ მიმართულებით კომპანიამ განვითარების დიდი პოტენციალი დაინახა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Wolt-ისთვის საქართველო ტალანტების ფონდად იქცა“.

2023 წლიდან ვოლტის მომსახურების ცენტრი, სხვა ქვეყნებთან ერთად, გერმანიის ბაზრის მომსახურებასაც დაიწყებს, რისთვისაც გერმანულენოვანი პერსონალის მიღება უკვე დაწყებულია. წლის პირველ კვარტალში კი, კომპანია მომსახურების ცენტრის ახალი ოფისის გახსნასაც გეგმავს და თანამშრომლებს, გარდა მაღალი ანაზღაურებისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკისა, მუშაობისთვის გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოსაც ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვოლტის მომსახურების ცენტრი ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. კომპანია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გაფართოებას, მეტი ქვეყნის მომსახურებასა და მომსახურების ცენტრების საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების, სურსათის, საჩუქრებისა თუ სხვა ნივთების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Lexus თავის მიზიდულობის ძალას ახალ რეკლამაში ავლენს

ჰიბრიდული მანქანების ისტორია და ბრენდები, რომლებიც ამ მიმართულების ნოვატორები იყვნენ