27 ნოემბერს, Spotlight-ის სცენა კვლავ აბრდღვიალდება! 700-მდე სტუმარი, თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მონატრებულ მარკეტინგულ დღესასწაულში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე, Spotlight 2022 მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავს. „სფოთლაითის“ მონატრებული სცენიდან, აუდიტორიას 30-მდე სპიკერი გაუზიარებს გამოცდილებას. უკვე არაერთი წელია, Spotlight 2022-ის მხარდამჭერებს შორისაა Wolt. Spotlight-ისა და Wolt-ის მეგობრობის შესახებ ვოლტის რეგიონური გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი გვესაუბრა.
M: როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა ქართულ მარკეტინგულ სამყაროში Spotlight-ის არსებობამ?
სფოთლაითი მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანების იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების საშუალებაა. ცოდნის გაზიარება განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით კი იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც ასე სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომელიც ეფუძნება ინსპირაციას, კრეატივსა და იდეებს.
გარდა ამისა, სფოთლაითმა პრაქტიკულად შექმნა სცენა, გამოხატვის საშუალება არა მხოლოდ მარკეტერებისთვის, არამედ სხვადასხვა ინოვაციური პროექტების, ინდუსტრიების, კრეატიული მიდგომებისა თუ ბიზნეს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტილებების წარსადგენად.
M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამავე დროს, კომპანიებისთვისაც სფოთლაითის – იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელზე დასწრებაც ასეთი მოთხოვნადია – ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გარდა იმისა, რომ ვერთვებით ცოდნის, წარმატებული ქეისების გაზიარების პროექტში, რაც Wolt-თვის ფუნდამენტურია, ამავე დროს მონაწილე ვხდებით პროცესის, რომელიც წლიდან წლამდე უკეთესი, საინტერესო და ახალი ინსპირაციების მომტანი ხდება ჩვენი აუდიტორიისთვის.
M: თქვენთვის რითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფოთლაითის მხარდაჭერა?
Wolt ინოვაციური კომპანიაა, ამიტომ სფოთლაითი, როგორც ინოვაციური პლატფორმა და ადგილი ინოვაციური იდეების გაზიარებისთვის, ძალიან ახლოა ჩვენს ხედვასა და ფილოსოფიასთან. ეს არის მიზეზი, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან Wolt სფოთლაითის მუდმივი მხარდამჭერია და იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი.