in

როგორ აფასებს Wolt სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას

სფოთლაითის ისტორია 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ღონისძიებამ პირველად მოუყარა თავი ასეულობით მარკეტერს და შექმნა დღე, რომელიც არავის დაავიწყდება. სულ მალე, სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. წლების მანძილზე, სფოთლაითი წლის მთავარი მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მრავალწლიანი მხარდამჭერია Wolt. სფოთლაითთან მეგობრობაზე ვოლტ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია გვესაუბრა.

M: ღონისძიების მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

ჩემთვის საინტერესო და წარმატებულია ყველა ის პროექტი, რომელიც უწყვეტად ვითარდება. მიმაჩნია, რომ Spotlight სწორედ ასეთი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია. თუკი თავიდან Spotlight-ის ფოკუსში სხვადასხვა სფერო ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ, დღეს უფრო მეტი ახალი სახე ჩნდება – ახალ სპიკერებს ვუსმენთ, ახალ ადამიანებს და მიდგომებს ვეცნობით, ახალ იდეებს და პროდუქტებს ვიღებთ, რაც ინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ვფიქრობ, ამით Spotlight-მა სწორედ იდეებისა და ცოდნის გაზიარების მემკვიდრეობითობა გააჩინა.

M: უკვე არაერთი ღონისძიების ფარგლებში მეგობრობთ სფოთლაითთან. რატომ არის თქვენთვის ღირებული სფოთლაითის მხარდაჭერა?

დიახ, მართალია, ჩვენ – Wolt-ის გუნდს, Spotlight-თან უკვე ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან, Wolt სფოთლაითის მუდმივი მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა, უპირველესად, საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ცოდნის გაზიარება, ინოვაციები, ახალგაზრდული ენერგია, ორიენტირება მომავალზე, ტექნოლოგიებზე, განვითარებასა და პროგრესზე – ყოველივე ეს ჩვენი საერთო ფასეულობებია. 

M: წლევანდელი ღონისძიება განსხვავებულია – საიუბილეოა და ამავდროულად, ორი დღის განმავლობაში გასტანს. როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

ის, რომ წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა, მას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. Spotlight უკვე 10 წელია არსებობს, რაც ამ პლატფორმის უდავო წარმატების დასტურია. გვაქვს მოლოდინი, რომ კვლავ გავეცნობით ახალ ხედვებს, ინოვაციურ იდეებს და ჩვენს გარშემო ბევრ ნიჭიერ ადამიანს აღმოვაჩენთ. Spotlight-ზე იქმნება ახალი პროდუქტები, ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას, ემოციებს, რაც არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან სასიამოვნო პროცესიცაა. 

ვფიქრობ, საიუბილეო Spotlight-ის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი იქნება. ის ღირებულებები კი, რომელსაც ეს ინოვაციური პლატფორმა ეფუძნება, ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

შეცდომა, როგორც მარკეტინგული ხრიკი — Starbucks და არასწორი სახელები

შექმენი საკუთარი ვებგვერდი უფასოდ — Glovo-სა და Kovzy-ს ერთობლივი შეთავაზება!