in

Spotlight Tech-ის ვერცხლის სპონსორია Wolt

სულ ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე. შეგახსენებთ, 1-2 ივნისს, სტუმრები ტექნოლოგიური სცენის გარშემო შეიკრიბებიან. ტრადიციულად, ღონისძიება Raddison Blu Iveria-ში გაიმართება და მისი მთავარი თემა კი „გაკვეთილები“ იქნება. Spotlight Tech-ის ისტორია იქნება 2018 წელს, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. მთლიანობაში, Spotlight-ის ისტორია 11 წელს მოითვლის. 2013 წლიდან მოყოლებული, ის აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. უკვე არაერთი წელია, ღონისძიების გულშემატკივარია Wolt, რომელიც Spotligth Tech 2024-ის ვერცხლის სპონსორია. Wolt Georgia-ს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია გვესაუბრა.

M: Wolt არაერთი წელია Spotlight-ის აქტიური მხარდამჭერია. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების ხელშეწყობა?

ყველაფერი, რაც ღირებული და ფასეულია Wolt-თვის, აქტუალურია Spotlight Tech-თვის. Spotlight Tech ჩვენთან ახლოა თავისი ფასეულობებით, ხასიათით, მოტივაციით. როგორია Wolt? – ეს არის პლატფორმული ბიზნესი, შედარებით ახალი ბიზნესმოდელი, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით შეიქმნა. შესაბამისად, მასში ჩართული ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ტექნოლოგიებს, წინსვლას და ამასთანავე, შემოქმედებით მიდგომას. Spotlight-ში ჩვენთვის ყველაზე ღირებული და საინტერესო მემკვიდრეობითობა და გამოცდილების გაზიარებაა, რაც თანამედროვე სამყაროში წინსვლისა და განვითარებისთვის ერთერთი ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია. ამიტომ, Wolt ყოველთვის იქნება იქ, სადაც საუბარია განვითარებასა და უკეთეს მომავალზე.

M: როგორც Spotlight-ის მეგობარი მრავალი წლის განმავლობაში, როგორ შეაფასებთ – რა გავლენა იქონია ღონისძიების არსებობამ სფეროს განვითარებაზე, ტექნოლოგიური თუ მარკეტინგული მიმართულებით?

ამ შემთხვევაში, აქცენტს გავაკეთებდი მარკეტინგულ მიდგომებზე. როგორც იცით, Wolt საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ფინეთში. მისი ცენტრალური ოფისი ჰელსინკშია. თავად კომპანია გაერთიანებულია ამერიკულ გიგანტ DoorDash-თან. ჩვენ ვართ გლობალური კომპანია, რომელიც 25 ქვეყნის 300-მდე ქალაქში ოპერირებს. საქართველო ერთგვარი ცენტრია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის ჩვენი გამოცდილი გუნდი, კარგად განვითარებული ადამიანური რესურსი და ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელთა მხარდაჭერის თვალსაზრისით მოვემსახუროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, დანია, შვედეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, გერმანია, ისრაელი და ამ ქვეყნების რიცხვი მუდმივად იზრდება.

უცხო არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ საქართველო მარკეტინგულ და შემოქმედებით ინდუსტრიებში არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ლიდერია, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც არაერთხელ უთქვამს თავისი სიტყვა. ვფიქრობ, ამ წარმატებაში Spotlight-საც მოუძღვის წვლილი. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ცოდნის გაზიარების ძალიან დიდ მნიშვნელობას. როდესაც ადამიანი, რომელმაც შექმნა წარმატებული ქეისი, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პირადად გიზიარებს, ამას დიდი სარგებელი და მოტივაცია მოაქვს. შესაბამისად, ჩვენი კომპანიისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც მარკეტინგი საქმიანობის დიდ ნაწილს შეადგენს, უდავოა Spotlight-ის დადებითი გავლენა ინდუსტრიაზე.

M: მოგეხსენებათ, ეს Spotlight ტექნოლოგიური მიმართულებით ტარდება, ხოლო მისი მთავარი თემააგაკვეთილები“. რა არის ის გაკვეთილები, რომელთა გაცნობა/გაზიარების მოლოდინიც გაქვთ?

რადგან მთავარი თემა გაკვეთილები და შემეცნებაა, ვფიქრობ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მარტო წარმატებულ გაკვეთილებზე, არამედ შეცდომებზეც. არცთუ იშვიათად, მარცხმა გაცილებით მეტი შეიძლება გვასწავლოს, ვიდრე გამარჯვებამ. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ ამ სფოთლაითზე საუბარი იქნება გამოწვევებზეც და მათი გადაჭრის გზებზეც

Wolt-ის გუნდი Spotlight-ს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით დაესწრება. იმედი მაქვს, ჩვენი გამოცდილი გუნდის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიაში და სასარგებლო ცოდნას გაუზიარებენ სხვებს, ასევე ჩვენც გავიზიარებთ მათ საინტერესო გამოცდილებას. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, ერთის მხრივ სფოთლაითისთვის, და მეორეს მხრივ ვოლტისთვის, ჩვენი მისიის შესასრულებლად – გავაუმჯობესოთ გარემო ჩვენს გარშემო. 

Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: eTeam

ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality

როგორ წარვმართოთ მკაფიო კომუნიკაცია ჩვენი კომპანიის სტრატეგიის გარშემო?

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია ACT