in

ვოლტი უკვე წყნეთშია!

6 მაისიდან მომხმარებელს საშუალება აქვს ვოლტის მომსახურებით წყნეთშიც ისარგებლოს. წყნეთში ვოლტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 30-მდე ობიექტი იქნება, მათ შორის რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და მაღაზიები.

„რეგიონული გაფართოება და ვოლტის სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გვიხარია, რომ წყნეთში ზაფხულის აქტიური სეზონის დაწყებამდე შევდივართ და შევძლებთ ჩვენი მომხმარებლისთვის ქალაქგარეთ გატარებული დღეები ბევრად კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“- აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის რეგიონალური მენეჯერი.

ასე რომ, ვოლტით გემრიელი კერძების, პროდუქტების, მედიკამენტებისა და სხვა მრავალი პროდუქტის შეკვეთა უკვე წყნეთშიც შეგიძლიათ, 24/7-ზე.

 

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 150-ზე მეტ  ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 40 000-ზე მეტ რესტორანსა და 90 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ახლა უკვე წყნეთის რესტორნებიდან და ობიექტიდანაა შესაძლებელი, ვოლტის  სერვისით ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 

 

[R]

 

გიცდი’აჰა’თ, ყოველ სიტყვაში „აჰა“ გეთქვათ? – Coca-Cola გასწავლით, როგორ…

მსახიობი ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში “House of Gucci” ითამაშებს