in

Wolt უკვე ბათუმშია!

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა ბათუმში ოპერირება დაიწყო და ახლა უკვე ბათუმელებსა და მის სტუმრებს შესთავაზებს საკვების მიტანის სერვისს რესტორნებიდან, როგორიცაა: „მაკდონალდსი“, „საბვეი“, „პრივეტ იზ ბატუმა“, „უოლი“, „პორტო ფრანკო“ და სხვები.

მთელი ამ თვის მანძილზე Wolt-ის მიტანის სერვისი ბათუმში უფასო იქნება. ასევე, ყველა მომხმარებელს ეძლევა შანსი, ვოლტის გამოცდილება და პრომო კოდი მეგობარს გაუზიაროს და ერთად, 5 ლარი მიიღონ საჩუქრად. Wolt ბათუმელებს მრავალ სიახლეს, საინტერესო აქციებსა და გემრიელ სერვისს ჰპირდება, მათ შორის, რესტორნების სიის მუდმივ განახლებას.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 14 ქვეყანასა და 45-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, თბილისი და ახლა უკვე ბათუმიც. 

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.  

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის 200-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 

[R]

საფეხბურთო კლუბ რუსთავის რებრენდინგი, Kollektiv-ის შესრულებით

Samsung Galaxy S10 სმარტფონები უკვე საქართველოშია!