in

წელს საჩუქრებს Wolt მოგიტანთ!

საჩუქრის შერჩევა იოლი არასდროს ყოფილა, წელს კი ეს პროცესი ნამდვილ გამოწვევად იქცა, როცა ამას საჩუქრის მოძიებასა და შეძენასთან დაკავშირებული სტრესიც დაემატა. თუმცა მარტივი და კომფორტული გამოსავალიც არსებობს – Wolt-ის ახალ სპეციალურ საახალწლო კატეგორიაში სასურველ საჩუქრებს მარტივად შეარჩევთ და სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ. დეკემბრის ბოლომდე კი, Wolt საჩუქრებს უფასოდ მოგიტანთ.

Wolt-ის საახალწლო კამპანიაზე, სადაც სწორედ საჩუქრების დარიგების პრობლემა არის საინტერესოდ გადაწყვეტილი, კრეატიულმა სააგენტომ Saatchi & Saatchi Tbilisi  იმუშავა და კამპანიის ფარგლებში ანიმაციური ვიდეო რგოლი შემოგვთავაზა.

ნატალია ხიზანიშვილი (Wolt-ის გენერალური მენეჯერი): „წელს განსხვავებულ პირობებში გვიწევს ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევა. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ საჩუქარი ადრესატამდე მივიდეს სწრაფად და კომფორტულად. საჩუქრის შერჩევა მარტივი არ არის, თუმცა ვეცადეთ ეს პროცესი სასიამოვნო ყოფილიყო. მომხმარებლებს აპლიკაციაში დახვდებათ 50%-მდე ფასდაკლება  და ამავე დროს, 31 დეკემბრის ჩათვლით, მაღაზიებიდან საჩუქრების მიტანა უფასო იქნება.

ამ კამპანიით  გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ წლევანდელი ახალი წელიც  ისეთივე განსაკუთრებულად და ჯადოსნურად შეიძლება ვაქციოთ, როგორიც არის ხოლმე. გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!“

 

ლევან ასათიანი (Creative Director): „ყოველთვის მომწონდა ისეთი იდეები, რომელიც ძალიან მარტივ და პირდაპირ ინსაითზეა დაფუძნებული. ამიტომაც მომეწონა „ვოლტის“ საახალწლო კამპანიის იდეა, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიფიქრა. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, საკმაოდ კომპლექსური ანიმაციის გაკეთება გადავწყვიტეთ და ამისთვის სრულიად ახალი და საკმაოდ დიდი გუნდი შევკარით. ფაქტიურად, მინი ანიმაციური სტუდია მოვაწყეთ. როდესაც დავასრულეთ ანიმაცია, მივხვდით, რომ ამხელა ნაშრომზე უბრალოდ სტოკიდან აღებული მუსიკის დადება დასანანი იქნებოდა და ამ პრობლემის გადასაჭრელად Tete Noise-ს მივმართეთ, რომელმაც ძალიან სწორედ შეასრულა ის დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით.

დავით ბაბიაშვილი (Senior Copywriter): „საახალწლო კამპანიებში ყველა ვერიდებით სანტას პერსონაჟის რაიმე სახით გამოყენებას, რადგან რთულია, მისი როლი მაყურებელს ისე წარუდგინო, როგორც ჯერ არ უნახავს, ან არ წარმოუდგენია.

მაგრამ წელს ახალი წელიც განსხვავებულია და პანდემიის პირობებში ასაკიანი სანტაც მარტივად გამოვკეტეთ პოლუსზე, რითიც მისი შაბლონური როლი სხვას გადავულოცეთ. კლასიკურად, როგორც წესი, სანტა თვითონაა საკუთრი თავის “Delivery Service”, მაგრამ, მისი თვითიზოლაციის გამო, ვის უნდა მიეტანა საახალწლო საჩუქრები, თუ არა Wolt-ს. კომპანიის პროდუქტის ინსაითი, სანტას თვითიზოლაცია და საჩუქრების მიტანის პრობლემა კარგად დაკავშირდა ერთმანეთთან და ასე შეიქმნა კამპანიის კონცეპტი”.

 

Credits:

Client: Wolt – Lela Ugrekhelidze, Lado Gamkrelidze


Agency: Saatchi & Saatchi Tbilisi

Creative Director: Levan Asatiani

Strategy Director – გვანცა დათუაშვილი

Art Director: Ira Kimberg

Jr. Art Director: Luka Ivanidze

Graphic Designer: თეკლა ბარამაშვილი, Luka Ivanidze

Senior Copywriter: Davit Babiashvili

Copywriter: რეალ გოგა

Account Team: Ekaterine Ebanoidze, Nini Saralidze

Graphic animation:

Producer: Levan Asatiani

Lead Animator: Ako Rekhviashvili

Animator: Davit Rekhviashvili , Giga Tsereteli

Lead Illustrator: Ira Kimberg

Illustrator: Oto Mikadze

Music: TeTe Noise

Sound Effects: Parachute Films

 

[R]

„ხალიკ ბანკის“ საახალწლო, „ქეშბექ“ აქცია დაიწყო

„ვცდილობთ, ადამიანებს შევუქმნათ საკუთარი იდეების და პირადი განვითარებისთვის საჭირო სივრცეები“ – უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“