in

პაციენტი, რომელსაც თვეების სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, კიბოსგან განიკურნა

2017 წლის ნოემბერში 51 წლის ჟასმინ დევიდმა მკერდში კვანძი შენიშნა და ექიმთან მისულს სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ მან 6-თვიანი ქიმიოთერაპია, რადიოთერაპიის 15 კურსი და მასტექტომია ჩაიტარა და დაავადებისგან ცოტა ხნით გათავისუფლდა.

M2
M2

თუმცა, სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ, 2019-ში სიმსივნე ფილტვებში, ლიმფურ კვანძებსა და გულმკერდში გავრცელდა. მდგომარეობა კი განვლილ პერიოდზე მძიმე აღმოჩნდა და ექიმები მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლეს პირდებოდნენ. „15 თვე ვიყავი კიბოსგან თავისუფალი და თითქმის დამავიწყდა, რა შეგრძნებაა ეს, მაგრამ კიბო დაბრუნდა“, — ამბობდა ჟასმინი.

ამის შემდეგ ჟასმინმა კრისტის საავადმყოფოში ექსპერიმენტული მკურნალობის კლინიკურ გამოცდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  იმუნოთერაპიასთან სინთეზში მუშაობდა. „როდესაც საცდელ პროცესში მონაწილეობა შემომთავაზეს, არ ვიცოდი რამდენად მიშველიდა… მაგრამ ვიფიქრე, ამ გზით სხვებს დავეხმარებოდი და ჩემს სხეულს მომდევნო თაობების სასარგებლოდ გამოიყენებდნენ“, — განმარტავს ჟასმინი.

მომდევნო ორწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში მას ინტრავენურ ატეზოლიზუმაბს, იმუნოთერაპიის წამალს ექსპერიმენტულ პრეპარატთან ერთად აძლევდნენ. როგორც თავად ამბობს, საწყის ეტაპზე საშინელი გვერდითი ეფექტები აწუხებდა, მათ შორის თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მკურნალობამ დადებითი შედეგები გამოიღო.

2021 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჟასმინის სხეულში კიბოს უჯრედები სრულად გამქრალა. ექსპერიმენტული მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა, რაც სხვა ადამიანებისთვისაც იმედისმომცემია… ამ ეტაპზე ჟასმინი პრეპარატს 3 კვირაში ერთხელ კვლავ იღებს, რაც 2023 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

რა არის ვიშლისთის ახალი ეკლექტური ფოტოსესიის მესიჯი

Birkenstock ამბობს, რომ „მახინჯი“ ფეხსაცმელები აქვს