სარეკლამო ინდუსტრიაში ცვლილებებია. ინფლუენსერ მარკეტინგი თავის აღქმას იცვლის და ამ მიმართულებით სერიოზულად აქტიურობენ ქალები. ინფლუენსერთა მნიშვნელოვან ნაწილსაც სწორედ ისინი წარმოადგნენ. ეს არიან შემოქმედებითი, ანტრეპრენუარი, შრომისმოყვარე და პროფესიონალი ქალები. ისინი თანამედროვე სოციალური მედიის საყვირებს წარმოადგენენ და $10 მლრდ-იან ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ. მეტიც, მათ აქვთ გავლენა, შეცვალონ ბრენდების პროდუქტები და სარეკლამო მიდგომები.
ისინი არავის უცდიან
ამომავალი ვარსკვლავის ბედი უკვე აღარც რეჟისორზეა დამოკიდებული და აღარც პროდუსერზე. თუკი ჯიბეში სმარტფონი გაქვს, არავის ნებართვას არ საჭიროებ რაიმეს დასაპოსტად. და როგორც საკუთარი თავისა და ტერიტორიის პატრონები, ქალები მარკეტინგის ინდუსტრიაში სერიოზული სეისმური ძვრების სადარაჯოზე დგანან. სწორედ ისინი კვალავენ საკუთარ გზას წარმატებისკენ, აგროვებენ გამომწერებს და დამოუკიდებლადვე ამტკიცებენ თავიანთ მიმზიდველობას. ყოველივე ამას ტრადიციული მოდის არბიტრების გარეშე ახერხებენ. ფაქტობრივად, ისინი თავად ხდებიან არბიტრები, მოდის კანონმდებლები და შედეგად, უკეთაც გამოსდით პირობების განსაზღვრა.
ისინი რეკლამის შექმნის ინკლუზიურ პროცესს ქმნიან
გავლენიანი ქალები სარეკლამო სახეებად გვევლინებიან. ისინი არიან ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი მომხმარებლები და მათი პარტნიორობა კომპანიებს ეხმარება, თავიანთი პროდუქციის უკეთ წარმოჩენაში. ამგვარად, ბრენდებს უადვილდებათ ახალი, განსხვავებული სოციალური ჯგუფების მიზიდვა. სწორედ ამიტომ, ისინი გავლენიან ადამიანებს საკუთარი ბრენდების ელჩებად იწვევენ.
მომხმარებლებს სულ უფრო მეტად აქვს მოთხოვნა, იხილონ ნამდვილი ქალები რეკლამაში. მაგალითად, ზომის ინკლუზია, ცნობილ სახესთან ერთად, ისეთი მოგებიანია, როგორც არასდროს. აქამდე, საერთაშორისო, უნივერსალური სტანდარტი 00-40 ზომებში იყო ჩასმული. გასულ წელს კი, მსხვილმა ბრენდებმა ზომების ასორტიმენტი გაზარდეს. ბრენდებმა Anthropologie, J.Crew და Loft დიდი ზომების ხაზი გამოუშვეს, ხოლო ბრენდი ThirdLove თვლის, რომ ნებისმიერი ზომისა და ფორმების ქალი იმსახურებს მოირგოს ლამაზი სამოსი.
აქედან დასკვნა: ავთენტურობა უფრო შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ ინფლუენსერ მარკეტინგი.
ისინი ქმნიან საკუთარ ბრენდებს და ღებულობენ შემოსავალს
სოციალურმა ქსელმა ანტრეპრენუარ ქალებს საშუალება მისცა, გახდნენ ისეთები, როგორიც მარტა სტიუარტია. ინფლუენსერ მარკეტინგამდე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ხელიდან ხელში გადაცემული ინფორმაციით ფულის შოვნად. ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას, რეკომენდაციას, რჩევებს სხვადასხვა პროდუქტზე და სანაცვლოდ, არ ღებულობდნენ ანაზღაურებას. დღეს კი, გავლენიანი სახეები აშენებენ საკუთარ ბრენდს და გამოიმუშავებენ შემოსავალს. მათ ჰყავთ მიმზიდველი აუდიტორია, ხარისხიანი კონტენტი და რაც მთავარია, პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიო დონის ბრენდებთან.
ბევრი მათგანისთვის, ონლაინ ინფლუენსინგი სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ პლატფორმას წარმოადგენს. როდესაც ერთმა ოცი წლის გავლენიანმა პიროვნებამ დაიწყო საკუთარი ბრენდის შენება. მაშინ მას 30,000 გამომწერი ჰყავდა. ორი წლის შემდეგ კი, მისი აუდიტორია 168,000 გამომწერს შეადგენს, მისი პლატფორმა კი ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ემსახურება. და ეს უამრავიდან მხოლოდ ერთი მაგალითია.
ინფლუენერ მარკეტინგი მარკეტინგის სამყაროს უფრო დემოკრატიულს ხდის – ის ჩვეულებრივ ქალებს ბრენდების შექმნის ახალ შესაძლებლობას აძლევს. ეს ქალები და მათი კომუნა კი აერთიანებენ ბრენდებს, რეკლამას და ინდუსტრიაში სიახლე შემოაქვთ.
წყარო: adweek