in

გვირგვინი, როგორც ძლიერი ქალის სიმბოლო – Women Empowerement Hub-ის ბრენდინგი Kraken-ის შესრულებით

„ფიქრი უწყვეტი პროცესია, ამიტომ ის ყოველთვის იწყება იდეების ქაოსით, უამრავი ინფორმაციის კითხვით/გადამოწმებით, რაც შემდეგ ყოველთვის ჩვენი ჩანახატების სახით იძენს რაღაც ფორმას. შემდეგ, ეს პროცესი მეორდება და მეორდება, სანამ არ მიხვდები, რომ გჯერა შენი იდეის. საბოლოო ჯამში, შევჯერდით, რომ ძლიერ ქალს ყველაზე კარგად გამოხატავადა გვირგვინი, როგორც დედოფლის – ძლიერი ქალის სიმბოლო და ასევე, ჭადრაკის ფიგურის დედოფალი – როგორც ძლიერი მოთამაშე“.

BOG
BOG


ციფრულმა მედიასააგენტო „კრაკენმაWomen Empowerement Hub-ის ბრენდინგზე იმუშავა. ჩვენს კითხვებს კი, სააგენტოს დიზაინერები: ციცი ბოდოკია და თინა მაყაშვილი პასუხობენ: 

M: მოგვიყევით Women Empowerement Hub-თან თანამშრომლობაზე… რა დავალება უნდა შეგესრულებინათ და როგორ გადაჭერით დასმული ამოცანა?
გენდერული თანასწორობის თემაზე ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქალები თავიანთი პროფესიული კარიერის განმავლობაში, კაცებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტ დაბრკოლებებს აწყდებიან. ამ კუთხით, არც საქართველოა გამონაკლისი. სწორედ ამ რეალობის შეცვლას ცდილობს „ქალთა გაძლიერების ჰაბი“.ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ის მიდგომა და გზები, რომელიც ორგანიზაციამ ამ გამოწვევის გადასაჭრელად შეარჩია. გადაწყვიტა, შეექმნა ქსელი, სადაც სხვადსხვა სფეროს, ცოდნისა და ინტერესის მქონე წარმატებული ქალები ერთად მოახდენდნენ პრობლემების იდენტიფიცირებას და მოძებნიდნენ მათი გადაჭრის ეფექტიან გზებს. ასევე, გაუზიარებდნენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და კონტაქტებს დამწყებ ქალ ანტერპრენერებს – რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თანასწორი საზოგადოების მშენებლობისთვის ძლიერ ფუნდამენტს შექმნიდა.

ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა ვიზუალური იდენტობა, რომელიც სწორად გადმოსცემდა ბრენდის ხასიათს. საჭირო იყო, ბრენდის იდეა – მისცეს ქალებს სტიმული და შთაგონება, ასახულიყო ვიზუალურ გადაწყვეტაშიც.

M: რაზე ააგეთ ვიზუალური კონცეფცია და როგორ გამოხატეთ ბრენდის ფილოსოფია სიმბოლოთი?
ბრენდის კონცეფცია გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა ისეთი სიმბოლოებით, რომელიც სიძლიერესთან ასოცირდება.

ლოგო წარმოადგენს გვირგვინს – როგორც ძალაუფლების სიმბოლოსა და W (Woman) კომბინაციას. ბრენდის წამყვანი ფერი არის ოქროსფერი – წარმატების, მიღწევისა და კეთილდღეობის ფერი.ბრენდის ვიზუალური იდენტობა დამყარებულია ძველ დროში მოღვაწე იმ წარმატებულ ქალებზე, რომლებიც შემდგომ მრავალი ქალისთვის და არამარტო ქალებისთვუს იქცნენ შთაგონების წყაროდ. შესაბამისად, მათი ისტორიები დავიტანეთ სხვადასხვა ბრენდირებულ ნივთებზე, რათა ყოველი შეხედვისას ინდივიდს გაახსენდეს, რომ რთული დროისა და გარემოებების მიუხედავად, ყოველთვის არსებობდნენ ქალები, რომლებმაც გადალახეს სირთულეები და საკუთარი მიზნები ბოლომდე განახორციელეს.M: რა იყო მთავარი სირთულე პროექტზე მუშაობისას?
ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას მთავარ სირთულეს წარმოადგენს ბრენდის გააზრება და შემდგომ მისთვის სწორი ფორმის მოფიქრება. ზოგადად, არსებობს სტერეოტიპები, რომლის თანახმადაც ქალი ყოველთვის სინაზესთან, ფერად ნივთებსა და მსგავს სუბიექტებთანაა დაკავშირებული. ალბათ, მთავარი სირთულე სწორედ ეს იყო – სწორად გამოგვეხატა ძლიერი, წარმატებული ქალი.

ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

Admixer – საქართველოს ბაზარზე განვითარებას განაგრძობს