ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქალთა გაძლიერების მიზნით, BTU-მ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მასშტაბური პროექტი წამოიწყო. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების გადამზადება 2 ნაკადად მოხდება და თითო ნაკადის ხანგრძლივობა 9 თვე იქნება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება, პროექტი კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება.
[R]