in

რა გამოწვევებს აწყდებიან ბიზნესის მფლობელი ქალები პანდემიურ კრიზისში?

2020 წლის ზაფხულის ორი თვის განმავლობაში, სტეფანი ტაკატა მანქანაში მუშაობდა. ის და მისი მეუღლე მშობლებთან ცხოვრობდნენ, რათა შვილიშვილების აღზრდაში დახმარებოდნენ. პირველი რამდენიმე კვირა ბუნდოვანი იყო, – ამბობს ტაკატა, რომელის ნიუ-იორკში მდებარე კომპანია Stateless Fashion Design and Consulting-ის თანადამფუძნებელია და მეუღლესთან, სუად აჩასთან ერთად, სხვადასხვა ბრენდისთვის ქმნის ტანსაცმლის ხაზს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პანდემიისა და ეკონომიკური რეცესიის განმავლობაში, პრობლემათა რიცხვმა, რომლებსაც ქალი ხელმძღვანელები ეჩეხებიან, მხოლოდ იმატა. წლევანდელი გამოწვევების შესასწავლად, Inc-მა ბიზნესის მფლობელი ქალები გამოკითხა. კვლევაში 229 ქალი მონაწილეობდა და შედეგმაც სამი საკვანძო პრობლემა გამოკვეთა: გარე კაპიტალზე წვდომა, ბავშვების აღზრდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი.

დაფინანსების მოძიების სირთულე

რთულია ზუსტად შეაფასო ის ფინანსური ზარალი, რაც ვირუსმა ამერიკულ ბიზნესს მოუტანა. ამ გამოწვევისთვის თვალის გასწორება, განსაკუთრებით, ქალებისთვის აღმოჩნდა რთული. გამოკითხულ ქალთა 42%-ის თქმით, პანდემიამ შემოსავლების, სულ მცირე, 25%-ით შემცირება გამოიწვია, გასულ წელთან შედარებით. ზოგიერთ ინდუსტრიაში გაყიდვა მკვეთრად დაეცა მარტში და აგვისტომდე ზრდაც ვერ დაიწყო.

ბევრი დამფუძნებელი ეძებდა სესხის ან გრანტის მიღების საშუალებას. სამწუხაროდ, სახელმწიფო სუბსიდიამ ვერ შეძლო სათანადოდ დახმარებოდა ბიზნეს სექტორს. რესპონდენტთა 55%-ის თქმით, ისინი სახელმწიფო ფულს ბიზნესის გადასარჩენად იყენებდნენ. 63%-მა კი აღნიშნა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მოუწიათ. ამ ქალების ბიზნესებს სახელმწიფო სუბსიდია, სიცოცხლე გაუხანგრძლივა, სანამ დაინახავენ, რა გზას დაადგნენ.

მუშაობა, ბავშვების აღზრდის პარალელურად

თითქოს, გაყიდვების ვარდნა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა საკმარისი არ იყო – Covid-19-მა ბავშვების აღზრდასაც შეუქმნა სირთულე. ქალ რესპონდენტთა 51% ამბობს, რომ 18 წლამდე შვილის აღზრდაში თავად მონაწილეობენ და ბავშვების განათლებაზე ზრუნვაც მოუწიათ. მხოლოდ 10%-მა აღნიშნა, რომ მეუღლე ან პარტნიორი ეხმარებოდა ამ პროცესის მართვაში.

მას შემდეგ, რაც ტაკატამ და მისმა მეუღლემ დისტანციურად დაიწყეს მუშაობა, ეცადნენ მშვიდი ადგილი ეპოვნათ სამუშაოდ. ისინი გვიან ღამემდე შრომობდნენ, რათა ბიზნესის დინება შეენარჩუნებინათ, დასახლდნენ გარეუბანში, სადაც ბავშვს ეზოში თამაში შეეძლებოდა. ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ რეალობამ მოითხოვა ალტერნატიული გზის პოვნა.

ამ პერიოდმა წაშალა ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის. ზოგიერთი ბიზნესლედი (ისინიც კი, ვისმა ბიზნესმაც ზრდა კვლავ დაიწყო) აღნიშნავს, რომ ზრდის გეგმა მნიშვნელოვნად შეამცირეს. მაგალითად, სონენშაინი, რომლის 9 და 11 წლის ვაჟები სკოლის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ესწრებიან, ამბობს, რომ ამ გარემოებაში ძალიან უჭირს ბიზნესისთვის სათანადო ყურადღების დათმობა და პროდუქტიულობა 30-40% მერყეობს. ის საკლასო ოთახებში დაბრუნების იმედზეა და თუკი ეს 2021 წელსაც არ მოხდება, ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ძლიერი სტრესი

სტრესი ყველა მხრიდანაა, მათ შორის, კრიზისის პირობებში ბიზნესის მართვიდან, რაც დიდ დანახარჯებს განაპირობებს. ქალ რესპონდენტთა 81% ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს – შფოთვა, უძილობა და გადაწვა. არავის სძინავს – ზოგჯერ ჭამაც ავიწყდებათ ან შხაპის მიღებაც. ისეთი დღეებიცაა, როცა უბრალოდ, ეტირებათ.

ასეა თუ ისე, ზოგიერთი ბიზნესლედი ფრთხილი ოპტიმიზმით გაჰყურებს მომავალ წელს და ბიზნესის ზრდაზეც კი ბედავს ფიქრს. მაგალითად, ტაკატა ელის, რომ მისი კომპანია დაუბრუნდება მოგების ნიშნულს და ახალი საწარმოსთვის საჭირო ფულსაც მოიძიებს, რათა შემოდგომაზე ბიზნესის გაფართოება შეძლოს.

 

წყარო: inc.



რა არის 2020 წლის საუკეთესო საჩუქარი? – Jung Von Matt-ის ნამუშევარი

“შექმენი შენი Story” – Avon-ის რეალითი შოუში ინსტაგრამერმა ელენიკო რუხაძემ გაიმარჯვა