in

“თქვენი იდეა, ჩვენი ფული”

ქალები ბიზნესში

პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალი მარკეტერი და თბილისის ბიზნეს ინკუბატორი წარმოგიდგენთ, რიგით მეოთხე ონლაინ კონკურსს ქალი მეწარმეებისათვის,  “Women in Business Challenge 2013” Empowering Women Entrepreneurs to Drive Growth.”

ბიზნეს კონკურსის მიზანია დაეხმაროს ქალ მეწარმეებს, ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში,კონკურსის ორგანიზატორი Bid Network-ია, პარტნიორები ING და ICCO, საქართველოში კონკურსის პარტნიორები არიან Marketer.ge და Tbilisi Business Incubator

ქალები ბიზნესში

ქალი მეწარმეები ბიზნესის დაწყებისას ხშირად აწყდებიან როგორც სტრუქტურულ, ასევე კულტურულ ბარიერებს. კონკურსის მიზანია დაეხმაროს მეწარმეებს ბიზნეს გეგმის შედგენაში, განვითარებასა და დაფინანსებაში,

კონკურსში მონაწილეობას იღებენ ქალბატონები განვითარებადი ქვეყნებიდან. კონკურსის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესში.  ქსელში უკვე რეგისტრირებულია 40 000 მეწარმე,მწვრთნელი და ინვესტორი. ფინალისტები მოიგებენ ბიზნეს ტურს ტრენინგზე, B2b შეხვედრებს ინვესტორებთან. აი რას ამბობს 2012 წლის  ფინალისტი Kiki Kamanu: ” დიდი მადლობა BiD Network-ს, მე ერთ კვირაში ვისწავლე უფრო მეტი ვიდრე 6 თვეში ვისწავლიდი რომელიმე ბიზნეს სკოლაში”

გამარჯვებული დაჯილდოვდება € 5,000 ღირებულების საკონსულტაციო მომსახურებით UnitedSucces-ისაგან, (ქალი მეწარმეების მსოფლიო გაერთიანება) . მაღალი ხარისხის ყველა ბიზნეს გეგმა იქნება წარდგენილი BiD newtwork-ის ინვესტორების წინაშე.

2009 წლიდან დღემდე ონლაინ კონკურსი 600-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. მეწარმეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალბატონებს, სასურველია ინგლისურის ცოდნა. მეტი ინფორმაციისათვის და კონკურსში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით:

http://www.bidnetwork.org/women

 

კონსულტაციის მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 იანვარი 2013, ბიზნეს გეგმის წარდგენის ბოლო ვადა კი 30 აპრილი,2013

მატიანე

1997 წელი – ქართული რეკლამა

i am mumbai

მე ვარ მუმბაი!