in

კამპანია, სადაც „სუპერგმირი სუპერგმირს აღარ ჰგავს“, გენდერულ დისბალანსზე გვიყვება

ვიდეოთამაშებში ქალი პერსონაჟების ვიზუალური მახასიათებლები ან მოძრაობის მანერები უცნაურად არასდროს მოგჩვენებიათ? GTA-ში მოსეირნე ქალების გარდა, კიდევ ბევრი გმირი არსებობს, რომლებიც რატომღაც, შემქმნელებმა არარეალური და/ან უტრირებული თვისებებით დააჯილდოეს. ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაცია Women In Games სწორედ ასე თვლის და სათამაშო ინდუსტრიაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ცდილობს. ბეტმენს რომ ასეთი მანერებით იხილავთ, რთულია Women in Games-ისა და სააგენტო BETC-ის თანამშრომლობის მიზანს ვერ მიხვდეთ. მათ შექმნეს კამპანია, სადაც ვიდეოთამაშებში წარმოდგენილი ქალის მახასიათებლები მამაკაცებს ხვდათ წილად. GenderSwap – ასე ეწოდება ვიდეორგოლს, სადაც ცნობილი პერსონაჟები საპირისპირო სქესისთვის „მიღებული“ მანერებით არიან წარმოდგენილები.

BOG

 

GenderSwap-ის მიზანია, სქესის ცვლილების ფონზე, საზოგადოებასა და სათამაშო სტუდიებს გენდერული ნიშნით შექმნილ ტენდენციაზე აცნობოს, რომელიც ქალების ჰიპერსექსუალიზაციას ახდენს. Women in Games-ის ვიდეორგოლი, მხარს უჭერს უკეთეს გენდერულ მრავალფეროვნებას სათამაშო ინდუსტრიაში. ხოლო სტატისტიკური ინფორმაციის გაცნობით, იმ დისბალანსზე უსვამს ხაზს, რომელიც ამ სფეროში გენდერული მიმართულებით არსებობს.

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში “აჭარაბეთის“ მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა

ასეთია ობობისა და Samsung-ის სიყვარულის ამბავი