in

საერთაშორისო გამოფენაში “Women in Wine Expo 2019” 8 ქართველი მეღვინე მონაწილეობს

ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „Women in Wine Expo 2019” 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში იმართება. ღონისძიებაში, საქართველოდან, 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი“, „ბაიას ღვინო“, „მარანი საჩინო“, „მადამ ვაინი“, „დემის მარანი“, „ნინო მორის მარანი“, „მირანდა ჩხეტიანი“ და „თამარის ღვინო“.

BOG
BOG

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის პირველი ნაწილი ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში ჩატარდა, მეორე კი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმართება.

„ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფიო ყავლაშვილმა გამართა. ვფიქრობთ, ასეთ გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო მასშტაბით“, – ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

გამოფენაში “Women in Wine Expo 2019”, მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს.

 

„აკრობატი რობოტი“, რომლის აწყობასაც თავად შეძლებთ

ზოგ სიტუაციაში გმირობა რთულია!