in

როგორ ავითარებენ ქალი ანტრეპრენერები თავიანთ ბიზნესს, პანდემიის დროს?

კომპანია Solar Service მზის პანელების დასუფთავებითაა დაკავებული. მისი ოფისი ოსტინში მდებარეობს. მისმა თანადამფუძნებელმა კიმბერლი იუნგმა კარგად იცის, რამდენად მძიმე დარტყმა მიიღო 12 თანამშრომლისგან შემდგარმა მისმა კომპანიამ. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა. ბინების მფლობელებს აღარ სურდათ უცხო ბრიგადების მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ქუჩიდან იმუშავებდნენ. კომერციული კლიენტები გაურკვევლობაში იყვნენ და გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას ერიდებოდნენ. Solar Service-ის შემოსავალი განახევრდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც Babson College’s Diana International Research Institute-ის კვლევებით ირკვევა, ქალების მფლობელობაში მყოფი კომპანიები Covid-მა ბევრად მძიმედ დააზარალა – ქალი ბიზნესმფლობელების 64%-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ეროვნულმა ბიურომ კი განაცხადა, რომ მამაკაცებთან შედარებით, 20%-ით მეტმა ქალმა სრულად შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა 2020 წლის თებერვალი-აპრილის შუალედში. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალების მფლობელობაში მყოფი ბიზნესების უმეტესობა Covid-19-ს მიმართ მოწყვლად სექტორებს მიეკუთვნებოდა. მათ შორის: ივენთები, ბაღები, სახლზე მომსახურება…
Babson-ის მონაცემებით, ქალი ბიზნესმფლობელები სხვადასხვა მიდგომით ცდილობენ კრიზისთან გამკლავებას და ბიზნესის კრიზისიდან გამოყვანას: ისინი ცდილობდნენ შეემცირებინათ დანახარჯები და გადაეხედათ პირობები ყველა შესაძლო მიმართულებით. ამავდროულად, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაზე მუშაობდნენ, რაც უკეთ უპასუხებდა დისტანცირებული საზოგადოების მოთხოვნებს.

გენდერისგან დამოუკიდებლად, ხარჯების შემცირება ბევრი ანტრეპრენერის პრიორიტეტი გახდა. ამრიგად, Babson-ის გამოკითხვის მონაწილე ქალთა 40%-მა თქვა, რომ შეამცირა სახელფასო ბიუჯეტი, 26%-მა დასაქმებულებს შეუმცირა სამუშაო საათები. დაახლოებით, 36%-მა გადახდები გადაავადა.

მსგავს სტრესულ სიტუაციაში, ემოციური და დაძაბული ფონის მიუხედავად, მოლაპარაკებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუკი ეს თქვენი ძლიერი მხარე არაა, შესაძლოა ადვილად დათანხმდეთ თქვენთვის წამგებიან წინადადებას. ამ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, მოიწვიეთ ვინმე, ვისაც მოლაპარაკება კარგად გამოსდის.

ბევრმა სწორედ კრიზისის პერიოდში იპოვნა ბიზნესის ახალი მიმართულება. გამოკითხულ ქალ ანტრეპრენერთა ნახევარზე მეტმა შეძლო მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის/სერვისის მიწოდება, პანდემიის დროს.

იუნგის კომპანიამ რობოტების გადაწყვეტას მიმართა. პანდემიის დასაწყისში, იუნგი მასაჩუსტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა მექაუნიკურ ინჟინერიას. შემდეგ, ის MIT-ში, ფილტვის ვენტილატორებზე მომუშავე გუნდს შეუერთდა. მისმა ჯგუფელმა და კომპანიის თანადამფუძნებელმა ბრაიან როდრიგესმა იუნგს ჰკითხა, თუ შეძლებდა ისეთი რობოტის შექმნას, რომელიც მზის ბატარეების გაწმენდას შეძლებდა. იუნგმა რობოტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. საბოლოოდ, შეიმუშავა 8-ჯერ სწრაფი და 50 ფუნტით მსუბუქი რობოტი, მზის პანელებისთვის. ნამუშევარი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ იუნგმა და მისმა გუნდმა სრულიად ახალი განყოფილება შექმნეს Solar Service-ში და ამ მიმართულებით დაიწყეს კვლევებისა და ინოვაციების შემუშავება. ისინი უკვე იყენებენ რობოტის მეორე ვერსიას და წარმოების გაზრდა სურთ. ზამთრის შტორმმა ოსტინში მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროდუქტზე მომსახურება. სულ უფრო გაიზარდა მოთხოვნა მზის ბატარეებზე და იმ სერვისზე, რასაც იუნგის კომპანია სთავაზობს.

 

წყარო: inc.



თეიმურაზ ლეჟავა: „განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც იაპონიაში ადამიანებს საქართველოს შესახებ ვუყვები“

Nemiroff დიზაინს კარდინალურად ცვლის!