თუ სახლში მისვლას აგვიანებთ, პასუხს აბრუნებთ ყოველთვის, როცა საჭიროდ მიიჩნევთ, უპირატესობას მჭიდრო სამოსს ანიჭებთ ან მეზობელმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად შეგამჩნიათ, შესაძლოა, განსხვავებული შეფასებები დაიმსახუროთ, იმის მიხედვით, კაცი ხართ თუ ქალი. ერთსა და იმავე აქტივობაზე გენდერული ნიშნით ჩამოყალიბებული მიკერძოებული დამოკიდებულებები იმდენად შესამჩნევია, რომ ნიგერიული არაალკოჰოლური სასმლის კომპანია Bold-მა მათ თავი ბეჭდურ კამპანიაში მოუყარა და ქალთა საერთაშორისო დღე, ასე მოგვილოცა. კამპანია გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული რეაქციების წინააღმდეგაა მიმართული. სააგენტო X3M Ideas-მა კომპანია Bold-ის ჩანაფიქრის განსახორციელებლად ილუსტრაციები შექმნა. მათზე გამოსახული ტექსტური შეტყობინებები, ფერები და მსხვრევის მიმანიშნებელი დეტალები, ხაზს საზოგადოებაში გენდერული ნიშნით შექმნილი უთანასწორო შეფესებების მანკიერებაზე უსვამს.















