Google Women Techmakers Georgia და ილიას სახელმწიფო უნივერსიტის ტექ-მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის გლობალური კამპანიის, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, 10-11 აპრილს მართავს ჰაკათონს – „განსაზღვრე შესაძლებლობები – Redefine Possible“.
საქართველოში უკვე მეშვიდედ იმართება Women Techmakers-ის ღონისძიება. ეს პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია განვითარდეს ტექნოლოგიაში. წლევანდელი თემა – „განსაზღვრე შესაძლებლობები“ – მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დახმარებით ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ ფართო ხელმისაწვდომობას.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის ფარგლებში, 11 აპრილს იმართება პანელური შეხვედრა: „ციფრული თანასწორობის გზაზე: დიალოგი ცვლილებებისთვის“, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პანელის სტუმრები იქნებიან გამოჩენილი ექსპერტები ტექნოლოგიების, ციფრული ჩართულობისა და გენდერული თანასწორობის სფეროებიდან.
ღონისძიება ორი დღის განმავლობაში აერთიანებს საგანმანათლებლო სესიებს, მენტორინგ სესიებს, ნეთვორქინგ აქტივობებსა და გუნდურ სამუშაოს, სადაც მონაწილეები მუშაობენ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. ამავე დღეს, პანელური დისკუსიის შემდეგ, გაიმართება მონაწილე გუნდების პრეზენტაციები და დაჯილდოვების ღონისძიება.
ჰაკათონის მონაწილეები და თემატიკა
ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასვხა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, ანტერპრენერებს, ჟურნალისტებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, ინოვატორებსა და ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ინოვაციები და საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა. ღონისძიების ფარგლებში სააპლიკაციო ფორმა 150-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა შეავსო, საბოლოოდ კი ჰაკათონისთვის 60 ადამიანი შეირჩა, რომლებიც გუნდურად იმუშავებენ ინოვაციურ იდეებზე.
ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეები მუშაობენ ისეთ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ციფრულ ჩართულობას, ცოდნის გავრცელებას და ინკლუზიურობას. შესაბამისად აღნიშნული თემის გარშემო შემოთავაზებული იქნება მიმართულებები:
- ციფრული ჩართულობა და განათლების ხელმისაწვდომობა
- ციფრული უსაფრთხოება და კიბერეთიკა
- ინოვაციები პროფესიული განვითარებისთვის
- სთორითელინგი და ინტერაქტიული მედია
გარდა შემოთავაზებული თემებისა, მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა – მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიურ იდეაზე, რომელიც ჰაკათონის ზოგად თემატიკას ეხმიანება და ხელს უწყობს ციფრულ ჩართულობას, უსაფრთხოებასა და ინკლუზიურობას.
სპონსორები და პრიზები
ჰაკათონის მთავარი მხარდამჭერია UNFPA Georgia, რომელიც ხელს უწყობს ისეთი ინოვაციური იდეების განვითარებას, რომლებიც ქალებისთვის, გოგოებისთვის და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, ეთიკური და ინკლუზიური ციფრული სივრცის შექმნას და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ჰაკათონის ვერცხლის სპონსორები არიან:
- UN Women
- Terminal • ტერმინალი
გამარჯვებული და რჩეული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით:
- I ადგილი – 2000 ლარიანი საპრიზო ფონდი
- II ადგილი – 1000 ლარიანი საპრიზო ფონდი
- რჩეული გუნდისთვის დაწესებული სპეციალური პრიზები პარტნიორი ორგანიზაციებისგან
ჰაკათონის მონაწილეებისთვის ადგილზე ხელმისაწვდომია საერთო სამუშაო სივრცე ტერმინალი, სადაც იდეების გაცვლა, მუშაობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება.
მომხსენებლები და მენტორები
ჰაკათონის მთავარი მომხსენებლები არიან:
- ნინო გამისონია – ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი
- ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, ტექნოლოგიის სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მენეჯერი
- ლარისა პატარაია – “Start Business Solutions” მმართველი პარტნიორი / UN Global Compact Network – ბორდის წევრი & Bitcoin Association – თანადამფუძნებელი
- თეონა დალაქიშვილი – პროექტების მენეჯერი / ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
- ნანა ჯანაშია – TechWorld with Nana-ს თანადამფუძნებელი
გარდა მომხსენებლებისა მონაწილეებს მენტორობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უწევენ:
- ელენე კვარაცხელია – Front-end დეველოპერი და ჩაპტერ ლიდი TBC-ში
- თათია წმინდაშვილი – Impel-ის უფროსი Deep Learning მკვლევარი
- ორხან შამილოვი – მონაცემთა მეცნიერი Impel AI-ში, App Byter-ის თანადამფუძნებელი
- ანა კოლხიდაშვილი – Impel-ის კვლევისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი
- ნუცა სიმონიშვილი – გრაფიკოსი დიზაინერი / ილიაუნის მოწვეული ლექტორი
- ანასტასია კვინიკაძე – Impel AI-ის ინჟინერიის დირექტორი
- რუსუდან ჩაჩანიძე – მედიალაბის ხელმძღვანელი
- თინი მამუჩაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Zoomout-ის მენეჯერი / NEUROPILOT-ის თანადამფუძნებელი, WTM-ს ელჩი
- ცოტნე მაჭარაშვილი – MFT-ის თანადამფუძნებელი, Software დეველოპერი
- ანი ჩიკვაიძე – ილიაუნის ტექ-მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პროექტების მენეჯერი
- ლუკა ბაბუნაძე – EPAM-ის აპლიკაციების დეველოპერი
- სოფიო ქათამაძე – EPAM-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ექსპერტი
- ლევან ასათიანი – EPAM Software ინჟინერიის მენეჯერი
- ლილე ონიანი – Lineate-ის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი მენეჯერი
- ირინე კოკილაშვილი – Space International-ის Platform Engineer
- თამთა კაპანაძე – Nexus-ის პროგრამული ინჟინერი; საქართველოში DevFest-ის თანაორგანიზატორი და WTM-ის ელჩი
- გიორგი ხუციძე – სტარტაპ MFT-ის თანადამფუძნებელი / ელექტრო ინჟინერი
- თამთა დავითაშვილი – Chief Product Officer CityPay.io
- მარიამ ჯაფარიძე – Strivvy-ს CEO
- მარიამ გაგუა – CEO @ Slick – Digital Agency
- ნინო ნიაური – UGT-ს ღრუბლოვანი პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი
- თამარ ბოსიკაშვილი – აისიტექის დირექტორი
პანელური შეხვედრა: „ციფრული თანასწორობის გზაზე: დიალოგი ცვლილებებისთვის“
11 აპრილის პანელური შეხვედრის სტუმრები არიან:
- თეონა დალაქიშვილი – პროექტების მენეჯერი / ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
- ელენე გაბელაია – პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია
- ნატალია პატარიძე – ჭიათურისა და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი Nebula AI Hub-ის დირექტორი
- მარიამ რუსიშვილი – Digital Financial Services (DFS) Lead Georgia, IFC (International Finance Corporation, WB group) | დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი Lightspeed Digital
- ქეთევან ხუნწარია – აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრი, ანგელოზი ინვესტორი, მეწარმე, მოწვეული ლექტორი
პანელს მოდერაციას გაუწევს ნატო ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად წარმოადგენს EU4Innovation East-ს, პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში სტარტაპების რაოდენობისა და გავლენის გაზრდას.
დაინტერესებული პირებისთვის პანელურ შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება – https://forms.gle/YrhRQq4tcGdNYwjR9
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაცია და სიახლეები პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FArkCn