ქალთა საერთაშორისო დღემ წინ წამოწია ოჯახური ძალადობის საკითხი, რომლის მსხვერპლად ხშირად სწორედ ქალები გვევლინება… უკვე ვნახეთ YSL-ის პარიზული რომანი, წითელი დროშების კამპანია, ახლა კი ამ საკითხზე Women’s Aid გვესაუბრება. კამპანია საბავშვო წიგნით The Tiger Who Came to Tea არის შთაგონებული, თუმცა, ვეფხვს ამ შემთხვევაში მონსტრი ანაცვლებს და პატარა გოგო ლილის გვაცნობს, რომელიც ოჯახური ძალადობის მომსწრე ხდება საკუთარ სახლში. მონსტრის როლს მამა ირგებს და იმ ზღაპრად იქცევა, რომელსაც არასდროს მოვუყვებით შვილებს…
„უთვალავი ქალი და ბავშვი ცხოვრობს შიშში ყოველდღიურად და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივი ქმედებებისკენ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ადეკვატური მომსახურებისკენ, რომლებიც გათავისუფლებაში დაეხმარებათ… The Monster Who Came to Tea არ არის ის ზღაპარი, რომლის მოყოლას ვინმე ისურვებდა შვილებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს ზღაპარი რეალობაა. ამიტომ, დღეს მთავრობას ხელშესახები ქმედებები მოეთხოვება და არა, ცარიელი სიტყვები“, — ამბობს ფარაჰ ნაზირი, Women’s Aid-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო House 337-მა იმუშავა.