Woo — ასე ჰქვია ITV-ის მიერ მხარდაჭერილ ახალ მედია ბრენდს, რომელიც დღევანდელი თაობის არასტაბილურობისა და დაძაბულობის ელემენტებს მოიცავს.
Gen Z მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პლატფორმა შეიცავს სტატიებს ჯანმრთელობისა და კულტურის შესახებ, ასევე ორიგინალურ შოუებს, როგორიცაა დოკუმენტური სერიალი, სახელწოდებით Nature’s Call. ამასთან, შემოდგომაზე იგეგმება ონლაინ მაღაზიის ამოქმედება, სადაც გენდერულად ნეიტრალური ტანსაცმელი გაიყიდება.
ბრენდის სლოგანია „აქ კარგია“. როგორც Woo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივენ მეი განმარტავს, მას რაღაც უჩვეულოს და მოულოდნელის შექმნა სურდა — ანუ იმის, რასაც ხალხი ახალგაზრდული ბრენდისგან მოელოდა. რაც შეეხება ახალი საიტის ბრენდირებას, მეი ამბობს, რომ ზედმეტი კლიშეების თავიდან აცილება უნდოდა, ახალგაზრდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კატეგორიაში.
„საფუძვლიანად ჩავუღრმავდით ახალგაზრდულ კულტურას და იმ ძირითად კომპონენტებს, რომლებიც დღევანდელ კულტურულ მოძრაობას ქმნის“. მაგალითად, 3D ლოგოს შექმნის პრინციპი ასეთი იყო: წყალივით ხელშესახები და, ამავდროულად, წარმოუდგენლად მბზინავი, ახალი. უფრო ფართო გაგებით, ლოგო Woo-ს ჯანმრთელობისადმი მიდგომას წარმოადგენს:
„ჯანმრთელობა არის მოგზაურობა, მუდმივად განვითარებადი ძიება და მთელი სიცოცხლის ვალდებულება საკუთარ თავში ბალანსის აღდგენის ან შენარჩუნებისთვის“. ლოგოს სამგანზომილებიანი ბუნება, რომელსაც მიტჩელი აღწერს, როგორც „მუდმივ განვითარებას და უწყვეტ მოძრობას, სწორედ ამ მოგზაურობის მიბაძვას ისახავს მიზნად.
დიდ ყურადღებას იპყრობს შრიფტებიც, რომლებიც ციფრულ და ბუნებრივ სამყაროებს შორის არსებულ დაძაბულობაზე მიუთითებს. ბრენდმა 1960-იანი წლების „კლასიკური კონტრკულტურის შრიფტები“ აირჩია, რომლებიც ამერიკული კონტრკულტურითაა შთაგონებული. ამას ემატება ფერთა პალიტრაც — დიზაინერების თქმით, მათ ფერების ტონების მეცნიერება შეისწავლეს და ის, თუ როგორო მოქმედებს გრადაციები განწყობის ცვლილებაზე.