11
Jan
2019

ვუდსტოკის ფესტივალი ბრუნდება

11 Jan 2019

1960-იანი წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა – ვუდსტოკის ფესტივალი ბრუნდება. ფესტივალის ერთ-ერთმა პროდუსერმა მაიკლ ლენგმა არც მეტი, არც ნაკლები ღონისძიების 50-ე წლისთავზე გადაწყვიტა მისი აღდგენა.

 

1969 წლიდან იგი ტრადიციულად ნიუ-იორკის შტატში, კერძოდ, ბეთელში ტარდებოდა და გამუდმებით აირეკლავდა მაშინდელ პოლიტიკურ კლიმატს. ეს ტრადიცია 50 წლის შემდეგაც არ დაირღვევა და 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს სწორედ აქ უმასპინძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, ვუდსტოკის ფესტივალი გააერთიანებს ფილმებს, სპიკერების გამოსვლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარდგენებს.

წყარო: www.nytimes.com

განხილვა