in

ზეთით სავსე აუზი და მოდის ინდუსტრიით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი

იცოდით, რომ ყოველ 25 წუთში ოლიმპიური საცურაო აუზის ეკვივალენტური ნედლი ნავთობი გამოიყენება სინთეტიკური ტანსაცმლის დასამზადებლად? ამ შოკისმომგვრელი სტატისტიკის გასაცოცხლებლად, მოდის ბრენდმა The Woolmark Company დრამატული კამპანია შექმნა, რათა ამ საკითხზე გაემახვილებინა ყურადღება.

ვიდეო „ატარეთ მატყლი და არა წიაღისეული საწვავი“ სამი ადამიანის გამოჩენით იწყება. ისინი ცდილობენ, მუქ ლორწოვან ზეთის გუბეს დააღწიონ თავი, როდესაც ნივთიერება მათ სხეულებს სრულად ფარავს, მაყურებელს კი სუნთქვა ეკვრის ამ პანიკის შემხედვარეს.

შემდეგ, როდესაც ისინი ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ, რათა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიდნენ, კამერა გვიჩვენებს, რომ გარშემო აყვავებული მწვანე ბორცვებია განლაგებული. იქითკენ გაქცევის პარალელურად კი ნელ-ნელა იშორებენ ცხიმიან გარსს და შალის ტანსაცმელი ჩნდება. სუფთა ჰაერი კი სამივე მათგანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

მეტაფორები თვალშისაცემია — თითოეული მათგანი უფრო მდგრადი, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. „სწრაფი მოდის, ინსტაგრამის ტანსაცმლის კულტურისა და ტურბომომხმარებლობის აღმავლობამ მასიური ცვლილება გამოიწვია იმაში, რაც ჩვენს გარდერობში იმალება. ჩვენ იშვიათად ვამყარებთ უფრო ეკოლოგიურ კავშირს იმ მასალებთან, რომლებისგანაც იგი მზადდება. ჩვენი მიზანია ამ პრობლემის მოგვარება და სინთეტიკური ქსოვილების ალტერნატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება“, — აცხადებენ Woolmark-ში.

როგორ შეაღწია რეკლამამ ხელოვნების სამყაროში

John Lewis რებრენდინგს „ცხოვრების ყველა მომენტისთვის“ აკეთებს