ყველა ტანსაცმელი რაღაცას მოგვითხრობს. Woolrich John Rich & Bros-ის ამბავი ინოვაციების, ტრადიციის, დახვეწილობის, სიმარტივის, ხარისხისა და სტილის ისტორიაა. ტანსაცმლის ეს ამერიკული უძველესი მწარმოებელი, თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, წარმოების მაღალ ხარისხთან ასოცირდება. მოიმარჯვეთ დილის გემრიელი ყავა – ჩვენ კი Woolrich-ზე მოგიყვებით.
Woolrich-ს საფუძველი პენსილვანიურ წისქვილში ჩაეყარა. მისი დაფუძნება ჯონ რიჩსა და დანიელ მაკკორმიკს უკავშირდება. XIX საუკუნის დასაწყისში, ჯონ რიჩ II-მ ლივერპული დატოვა და ახალი ცხოვრების საძიებლად გაეშურა. ის ინგლისიდან აშშ-ში გაემგზავრა, სადაც პენსილვანიაში დასახლდა და ფილადელფიის გარეუბანში, მატყლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. როდესაც საკმარისი თანხა დააგროვა დანაზოგით, გადაწყვიტა თავი დაეღწია სამსახურისთვის. პატარა ნაკადულის პირას, რიჩმა მატყლის საწარმო დააარსა. თავდაპირველად, კომპანის მიზანი იყო, მონადირეებისა და ტყის მჭრელების ცოლებისთვის ქსოვილების დამზადება.
როგორც ჩანს, სწორი დრო იყო ბიზნესის დასაწყებად. 1900-იანი წლების დასაწყისში უამრავი მუშა ჩავიდა პენსილვანიაში სარკინიგზო პროექტზე სამუშაოდ. შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა თბილ ტანსაცმელზე, რომელიც კომფორტული იქნებოდა და ყველანაირი ამინდის პირობებში გაძლებდა. 1845 წლისთვის, Woolrich იმდენად წარმატებული იყო, რომ რიჩმა წისქვილიდან სხვა მისამართზე გადაინაცვლა, რომელიც ახლა კომპანიის სახელობის ქალაქად იწოდება.
ხელმძღვანელობა ეფუძნებოდა აქტიურ კვლევასა და ექსპერიმენტებზე. Woolrich მუდმივად ეძებდა სიახლესა და ხარისხიანი მასალების შექმნას განაგრძობდა. სწორედ ამ პრინციპზე აშენდა კომპანიის იდენტობა და დარჩა ისტორიის ერთგული. დღეს, კომპანია და აგრძელებს განვითარებას და ქმნის თანამედროვე ბრენდს, რომელიც უკავშირდება ადამიანების მრავალფეროვან ცხოვრების წესს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
სამოქალაქო ომის დროს, Woolrich შალის პლედებსა და უნიფორმებს ქმნიდა სამხედროებისთვის, რომელიც დღესაც არის წარმოებაში. 1943 წელს, შეიქმნა კოლექცია გადამუშავებული მატყლით, რათა ქსოვილის შესაქმნელი ნედლეულის დეფიციტი აერიდებინათ თავიდან.
Woolrich-ის წისქვილი დღესაც მუშაობს და ბრენდიც კვლავ აწვდის მსხვილ კინოსტუდიებსა და ისტორიული საქმიანობის ჯგუფებს იმავე ხარისხის შალის უნიფორმებსა და პლედებს, რაც მან გამოიმუშავა დიდი ხნის წინ შექმნა.
ბრენდი მუდმივად განაგრძობს განვითარებას. კომპანიამ გამოიყენა მაღალტექნოლოგიური, ხელოვნური ქსოვილები, როგორიცაა Gore-Tex, Thinsulate და Cordura მატყლის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.