in

Word Dept-ის საქველმოქმედო აქტივობა განათლების სისტების მხარდასაჭერად

Word Dept-ის საქველმოქმედო აქტივობა, ბოლო წლებში, საბერძნეთის განათლების სისტემაში შექმნილმა სერიოზულმა პრობლემებმა განაპირობა. ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გამო, დაახლოებით, 300–მდე სკოლა მოზარდებს საბაზისო განათლებას ვეღარ აძლევს. შესაძლოა, არც შეგვინიშნავს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიტყვა, რომელსაც ყოველდღიურად წარმოვთქვამთ, ბერძნულია. ეს უძველესი ენა უკვე არაერთგზის გვემსახურა, ახლა, დროა, ჩვენც დავეხმაროთ საპასუხოდ. ორგანიზაციამ, სწორედ, ამ ფაქტორზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება.

Word debt-ი სპეციალური პროგრამაა, რომელიც საბერძნეთის განათლების სისტების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. Facebook–ის ან Twitter–ის პროფილის Word Debt–თან დაკავშირების შემდეგ, პოსტებსა და კომენტარებში, პროგრამა ავტომატურად დაითვლის ბერძნული სიტყვების რაოდენობას. პროგრამა თითოეული სიტყვის სანაცვლოდ, მომხმარებელს 0.10 €-ს დონაციას სთავაზობს. ამგვარად, გარდა მადლიერების გამოხატვისა, ბერძენ ახალგაზრდებს სათანადო განათლების მიღებაში დავეხმარებით.

 

 

ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი ველქამ თუ ჯორჯია! ნეიშენალ ტურიზმ ევორდის ფარგლებში

#ჩემი ნაბიჯი – საგზაო უსაფრთხოების დაცვის ახალი ქართული კამპანია