in ,

Word, PowerPoint და Excel ერთ აპლიკაციაში გაერთიანდა

დღეიდან, ძირითადი საოფისე პროგრამების გამოსაყენებლად, სმარტფონში ერთი აპლიკაციის დაყენებაც საკმარისი იქნება, ვინაიდან Microsoft-მა Word, PowerPoint და Excel ერთ აპლიკაციაში მოაქცია და მისი გადმოწერა, ანდროიდის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ აპლიკაცია, სახელად Office ამ სამ მნიშვნელოვან პროგრამას აერთიანებს, დამატებით, მისი დახმარებით OneDrive-ის გამოყენება და Office Lens-ით დოკუმენების სკანირებაა შესაძლებელი.

აღნიშნული აპლიკაციის ტესტირება მაიკროსოფთმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. Office-ში გაერთიანებულად საჭირო საოფისე პროგრამების გამოყენება არის როგორც დროის, ასევე, სმარტფონის მეხსიერების დამზოგველი.

როგორც უკვე ვთქვით, აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, გამოვა თუ არა Office iOS-ისათვის.

ლუკა ბუსკივაძე, სრული დაფინანსებით, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში ისწავლის

შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერისგან ელექტრო ენერგიას აწარმოებს