11
ივნ
2018

საით მივყავართ სიტყვების ინტერპრეტაციებს? – მექი გიორგაძის ნამუშევრები

11 ივნ 2018

სიტყვებით თამაში თანამედროვე კრეატივის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მექი გიორგაძის ამ ნამუშევრების ინსპირაციად კონკრეტული მოვლენა იქცა – განახლებულ Unicode 11.0.0-ში შესული 7 ახალი დამწერლობა, 66 ემოჯი და ქართული მხედრული ანბანის 46 მთავრული ასონიშანი .

 

მექი გიორგაძე: “წარმოგიდგენთ ჩემს მოგზაურობას ქართულ-ინგლისურ სიტყვებში, პროექტზე მუშაობისას შევეცადე მეპოვნა აქტუალური სიტყვები, რომლებსაც კავშირი ექნებოდათ ყოველდღიურობასთან. ინსპირაცია ვიზუალური მხარესთვის გახდა უნიკოდთან დაკავშირებული სიახლე, რომელიც გულისხმობს ქართული მხედრული ანბანის მთავრული ასონიშნების ინტეგრაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ მალე ქართული მთავრული ასონიშნების გამოყენებას შევძლებთ ნებისმიერ პლატფორმაზე – ელ-ფოსტაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ. წარმოვიდგინე, რომ ეს უკვე შესაძლებელია დღეს და შესაბამისად, ასოციაციებით მივადექი ფეისბუქს, საიდანაც ვისესხე ტექსტ-ბოქსი და ემოჯიები.

რადგან პროექტში კრეატივს სიტყვათა შეთანხმებები ქმნიან, გამოვიყენე სადა ფონი, რათა არ დამეტვირთა მაყურებელის გონება და აქცენტი მთავარ სათქმელზე დამეტოვებინა. სცადეთ და ნახეთ, თქვენ სად გამოგზაურებენ ასოციაციები!”

განხილვა