in

WordPress მომხმარებლებს 100-წლიან დომენებს და „ციფრულ უკვდავებას“ სთავაზობს

M2

გულის სიღრმეში ყველას გვჯერა, რომ „უკვდავების წამალი“ მოგვისწრებს და ყველაფერი ბუნების იმ კანონს არ დაემორჩილება, რომელიც ცხოვრების ნეგატიურ ასპექტად გვევლინება. ანდაც, მეცნიერების განვითარებას თუ დავაკვირდებით, იმის იმედიც გაგვიელვებს ხოლმე გონებაში, რომ ერთ დღესაც სიცოცხლის აღდგენასაც შეძლებენ. თუმცა ვიდრე ამ შეუძლებლის შესაძლებლობამდე მივალთ, WordPress-ის ინიციატივაზე უნდა ვისაუბროთ — კომპანია მომხმარებლებს 100-წლიან გეგმას სთავაზობს, რათა ონლაინ კონტენტმა საუკუნის თაობებამდე მიაღწიოს.

როგორც თავად კომპანიაში ვარაუდობენ, გეგმა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ოჯახებისთვის, რომლებიც ფოტოების, ვიდეოებისა და აუდიოჩანაწერების შენარჩუნებას 100 წლის ვადით შეძლებენ — თითქოს, ასე შთამომავლებთან მეტად ხელშესახებ კავშირს დაამყარებენ. გარდა ამისა, დიდი ბრენდებისა და კომპანიებისთვისაც მიმზიდველ შეთავაზებას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, „უკვდავებას“ თავისი ფასი აქვს და, სტანდარტული დომენების 10-წლიანი ფუნქციონირებისგან განსხვავებით, ვორდპრესი ამ შემთხვევაში ერთჯერად გადასახადს ითხოვს — 38 000 აშშ დოლარის სახით. თავის მხრივ, ამ ღირებულებაში შედის როგორც შეუზღუდავი გამტარობა, ისე 24/7-ზე მხარდაჭერა, უსაფრთხოების ფუნქციები და მრავალი სარეზერვო ასლის შექმნა გლობალურ მონაცემთა ცენტრებში.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდე, თუ კრიპტოში იღებ ხელფასს

Combating Antibiotic Resistance: The Entrepreneur’s Journey to Restore the World’s Oldest Phage Factory