კომპანია Verizon ბლოგების სერვის Tumblr -ს ყიდის. ოფიციალური ინფორმაციით, მას Automattic ყიდულობს, რომელიც WordPress-ის მფლობელია.
როგორც Wall Street Journal წერს, Tumblr-ის 200-მდე თანამშრომელი Automattic-ის გუნდს შეუერთდება. გარიგების ზუსტი ღირებულება და სხვა პირობები, ამ დრომდე, არ ხმაურდება. გამოცემა Axios-ის თავდაპირველი ვარაუდით, ბლოგების პლატფორმა, დაახლოებით, $20-ად გაიყიდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ გარიგება ღირებულება $ 3 მილიონზე ნაკლები იყო.
Verizon-ის ხელმძღვანელობამ Tumblr-ის გაყიდვა 2019 წლის მაისში გადაწყვიტა. მაშინ კომპანიის ყიდვის სურვილი Pornhub-მა გამოთქვა და უნდოდა, „დიდებისათის“ განკუთვნილი ის კონტენტი დაებრუნებინა, რომელზეც პლატფორმის ხელმძღვანელობამ 2018 წელს თქვა უარი.