in

WordPress-ის ეკოსისტემის შემოსავალი ნახევარ ტრილიონზე მეტს აღწევს!

კვლევა WP Engine-მა ჩაატარა

veon
veon

WordPress Hosting-ის პროვაიდერმა WP Engine-მა თავისი კვლევის პირველი შედეგები გამოავლინა, რომელიც პლატფორმის ეკოსისტემის კომბინირებულ ეკონომიკურ ღირებულებას ასახავს.

2020 წელს 596.7 მილიარდ დოლარად შეფასებული “ვორდპრესის” ეკონომიკა 2021 წლის ბოლოსთვის 635 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ეს მონაცემები კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ეკვივალენტური რომ იყოს, იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეათე ადგილს დაიკავება – ანუ, ჩამონათვალში ელექტრომობილების გიგანტ Tesla-ზე მაღლა აღმოჩნდებოდა.

კვლევა შშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში Vanson Bourne-ისა და ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის ინოვაციის მენეჯმენტის ინსტიტუტის (IMS) ხელმძღვანელმა კრის ბაუერმა ჩაატარეს. საგულისხმოა, რომ ბრაუერის თანახმად, კვლევის პროცესში შეიქმნა მოდელი, რომელიც არამარტო აღრიცხავდა კომპანიის ფინანსურ ღირებულებას, არამედ ასევე ზომავდა არამატერიალურ გავლენებს, რომლებიც ბაზრის კონტროლს არ ექვემდებარება – ასეთია, მაგალითად, პანდემია.

WordPress-ის ეკონომიკა

კვლევა “ვორდპრესის” ეკონომიკური ღირებულებისა და სოციალური გავლენის შესაფასებლად ჩატარდა და აკადემიური თუ ინდუსტრიული ლიტერატურის მიმოხილვას მოიცავდა. ასევე, კვლევაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის ეკოსისტემის სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენდა.

“ეს ინოვაციური კვლევა აჩვენებს ვორდპრესის გადამწყვეტ ლიდერულ როლს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში” – აღნიშნა WP Engine-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰეზერ ბრუნერმა.

ცხადია, 596.7 მილიარდი დოლარის ეკონომიკა იმ ღირებულებების მტკიცებულებაა, რომლებიც კომპანიამ საკუთარ ეკოსისტემას და მთელ მსოფლიოს მოუტანა. “ვხედავთ, რომ ის სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს, რადგან ამ შესანიშნავი ღია წყაროს პლატფორმით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბიზნესის ზრდა” – ამბობს კრის ბაუერი.

ახალი კვლევა – ნახშირბადის ნანო მილებისგან დამზადებულ მასალას ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლია!

მალაიზიის პოლიცია დრონს მოსახლეობის ტემპერატურის გასაზომად იყენებს!