ბლოგებისა თუ სტატიების წერისას საკმაოდ დიდ სიამოვნებას ვიღებთ, მაგრამ ხანდახან წერისთვის მუზას ვერ ვპოულობთ და სადღაც „ვიჭედებით“. ამჯერად კი ამ საკითხის მოგვარება WordPress-მა Jetpack-ის ხელოვნური ინტელექტის პლაგინით გადაწყვიტა.
უფრო კონკრეტულად, ის AI გენერატორია, რომელიც OpenAI-ის დახმარებით მუშაობს, რათა შექმნას პროფესიონალური კონტენტი ძლიერი და ინტუიციური ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მისი ინტეგრაცია WordPress-ში მწერლებს სთავაზობს, შეამოწმონ გრამატიკული და მართლწერის საკითხები. Jetpack შეგიძლიათ სვეტების რედაქტირების ფუნქციის ქვეშ იპოვოთ, დაწეროთ, რა გსურთ, ის კი ჩვეულებრივ დაგიბრუნებთ პასუხს.
ზუსტად რაში გეხმარებათ ეს თქვენ? იდეების გენერირება, გრამატიკა და მართლწერა უკვე ვახსენეთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის — იგი სათაურების მოფიქრებაშიც კი შეგიძლიათ დაიხმაროთ, რაც არც ისეთი მარტივი საქმეა…
მეტიც, WordPress-ის AI-ის შეუძლია, თქვენი ტონალობაც გარდაქმნას და ნაწერს სასურველი ტონი მისცეს, იქნება ეს მეტად სასაცილო, ინფორმაციული, სერიოზული, თავდაჯერებული თუ ემპათიური ტექსტები… ამ ეტაპისთვის კი Jetpack უფასოდ თქვენს პირველ 20 მოთხოვნას უპასუხებს, რომლის შემდგომაც იგი ყოველთვიურად 10 დოლარი ეღირება.