in

სახლიდან მუშაობა სტრატეგიული მენეჯმენტის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა!

რას ფიქრობთ სახლიდან მუშაობაზე – თანამშრომლებს რომ მისცეთ საშუალება, ყოველდღე ოფისში კი არ იარონ, არამედ სამუშაო დისტანციურად შეასრულონ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევები ადასტურებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან, ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის შემოსავალს ზრდის და ხარჯებს ამცირებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სახლიდან მუშაობა სტრატეგიაა, რომელიც თანამშრომელთა პროდუქტიულობას ძალიან მარტივად ზრდის და ამას თან ბევრი ფინანსური სარგებელი მოჰყვება.

თანამშრომლების პროდუქტიულობა იზრდება
Harvard Business Review-ს კვლევაში, Ctrip – ჩინური სამოგზაურო ვებგვერდის ქოლცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცეს, რომ 9 თვე სახლიდან ემუშავათ. თანამშრომელთა ნახევარმა ეს შემოთავაზება მიიღო, ნახევარმა კი ოფისში ყოველდღე სიარული განაგრძო. კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობდნენ, 13.5%-ით მეტ ზარს პასუხობდნენ, ოფისში მყოფებთან შედარებით. რაც თავის მხრივ, ნიშნავდა, რომ კომპანიამ თითქოს კვირაში ერთი დამატებითი სამუშაო დღე გამოყო, ოღონდაც, დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე.

სტრესის დონე მცირდება
Ctrip-ის თანამშრომლები, რომლებმაც დისტანციური მუშაობა ამჯობინეს, ამბობდნენ, რომ სახლიდან მუშაობისას მათი სამუშაოთი კმაყოფილების დონე უფრო მაღალი იყო.

ბიზნესის კუთხით, დისტანციური მუშაობის პოლიტიკა ახალი თანამშრომლის დაქირავებას უფრო მარტივად შესაძლებელს ხდის. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს მილენიალების შემთხვევაში. 2018 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% აცხადებდა, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული კომუნიკაცია ელექტრონულად ერჩივნათ.

ოფისის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება
სიდნეის უნივერსიტეტის კვლევამ, სადაც 47 000 დასაქმებული ადამიანი გამოიკითხა, აჩვენა, რომ ისინი სამსახურში თავს ბედნიერად იმ შემთხვევაში გრძობდნენ, თუ პირად ოთახში ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა კი, ეს სახლიდან მუშაობის ალტერნატივად მაინც ვერ განიხილებოდა.

სახლში მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ კონცენტრაცია და ყურადღების მოკრება უკეთ შეგიძლია, ოფისში მუშაობასთან შედარებით, მიუხედავად იმისა, კერძო ოთახი გაქვს, თუ არა, მაინც უფრო მეტი შანსია, რომ ყურადღება გაგეფანტოს. ამიტომ, თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ სახლიდან იმუშაონ, შეიძლება, საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს ოფისის კეთილმოწყობასა და მათს ინტერესებზე მორგებული ატმოსფეროს შექმნაზე გაწეული ხარჯების დაზოგვაში.

გარდა ამისა, როცა თანამშრომლები სახლიდან მუშაობენ, მათ ავეჯსა თუ სხვა საჭირო ინვენტართან უფრო ლოიალური დამოკიდებულება აქვთ.

სამსახურში გაცდენები მცირდება
შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ყოველწლიურად, დაახლოებით 2,8 მილიონი სამუშაო დღე იკარგება თანამშრომლების მიერ, სამსახურის გაცდენის გამო. და ზოგიერთ კომპანიას ეს 1 მილიონი დოლარი უჯდება.

თუმცა როცა თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან იმუშაონ, იმის ალბათობა იზრდება, რომ მათ, ცუდად ყოფნის შემთხვევაშიც, დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვან. იმიტომ, რომ ისინი არ განიცდიან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სტრესს და ასევე, დაზღვეულები არიან სხვა თანამშრომლებთან ინტერაქციისგან.

გარდა ამისა, სახლიდან მუშაობა იმასაც უზრუნველყოფს, რომ დაავადების მქონე ადამიანი მიკრობების გამავრცელებელი წყარო არ გახდეს. ეს განსაკუთრებით საშიშია ღია სამუშაო სივრცეებში, როცა ერთ დაცემინებას შეუძლია მილიონობოთ ადამიანის, ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირება.

გარდა ამისა, როცა თანამშრომელს საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება აღარ სჭირდება, ეს ჰაერის დაბინძურების პრობლემასაც ოდნავ ამსუბუქებს.

ბიზნესის ხარჯები მცირდება
პატარა ბიზნესისთვის ხელფასები, კომუნალური გადასახადები, იჯარა და სხვა, ფულთან დაკავშირებული გამოწვევები დიდი თავისტკივილია. სახლიდან მუშაობა იმდენ ხარჯს ამცირებს (ოფისის ფართის გადასახადი, დამლაგებლის, კომუნალურების და ა.შ.), რომ დღეს, 2020 წელს, სტრატეგიულ მენეჯმენტში, ამაზე ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

წყარო: inc



Twitter 24 საათში გაქრობად „სთორებს“ ტესტავს

უცვეთი საბურავი თვითაღდგენის ფუნქციით