in ,

სასარგებლო აპლიკაციები, რომლებიც საქმიან-ცხოვრებისეული ბალანსის დაცვაში დაგეხმარებათ

Work-life balance…21-ე საუკუნის ტოპფრაზებს რომ ვადგენდეთ, ეს ალბათ ათეულში აუცილებლად მოხვდებოდა. სამსახურისა და ცხოვრებისეული ბალანსის დაცვაზე ბოლო დროს ყველანი ბევრს ვლაპარაკობთ და ეს ბევრი, სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. 

BOG
BOG

ამ სტატიაში არ დავიწყებთ ბევრ ლაპარაკს იმაზე, რა არის ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რადგან ეს უკვე ისედაც ყველამ იცის. მკითხველს ალბათ უფრო მეტად იმის ცოდნა სჭირდება, როგორ დაიცვას ეს ოქროს შუალედი და დარჩეს პროდუქტიულად არაერთი ყოველდღიური პასუხისმგებლობის მიუხედავად.

წარმოგიდგენთ რესურებს, რომლებიც დაგეხმარებათ.

აპლიკაცია მედიტაციისა და გონების კონცენტრაციისთვის

Headspace გთავაზობთ მედიტაციებს, რომლებიც შექმნილია სტრესის შესამცირებლად და გონების გასახსნელად. ის დაგეხმარებათ დატვირთულ სამუშაო დღეებში. მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისით და სესიების სიგრძის მრავალფეროვნებით, Headspace აადვილებს რუტინასთან გამკლავებას.

Calm

ეს აპლიკაცია გთავაზობთ არა მხოლოდ მედიტაციას, არამედ ძილისწინა ისტორიების მოყოლასა და მუსიკას. გრძელი დღის შემდეგ განსატვირთად ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა. Daily Calm-ის ფუნქცია უზრუნველყოფს ახალ, 10-წუთიან მედიტაციას ყოველდღე, შესანიშნავია გონების თანმიმდევრული ვარჯიშისთვისაც. აპლიკაცია, ასევე, მოიცავს სუნთქვით ვარჯიშებს.

Toggl 

სამუშაო-ცხოვრებისეული ბალანსის დასაცავად დროის მენეჯმენტი აუცილებელი პირობაა, ამიტომ გთავაზობთ აპლიკაცია Toggl Track-ს. ის დაგეხმარებათ, გაიგოთ, სად მიდის თქვენი საათები ყოველდღე, რაც მას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც ბევრი პროექტი აქვთ.

Forest

ეს ერთგვარი თამაში-აპლიკაციაა, რომელიც ვირტუალურად ხეების დარგვის საშუალებას გაძლევთ და გეხმარებათ ფოკუსირებაში. თუ თქვენ დატოვებთ აპს ტაიმერის დასრულებამდე, თქვენი ხე მოკვდება. 

ბონუსად, ის პარტნიორობს ხეების დარგვის რეალურ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას მოგცემთ წვლილი შეიტანოთ ტყეების აღდგენის გლობალურ ძალისხმევაში.

7 Minute Workout

მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან და ნაკლებს მოძრაობს, ეს შესანიშნავი აპლიკაციაა. ის გთავაზობთ სწრაფ, ეფექტურ ვარჯიშებს, რომელთა გაკეთებაც შეგიძლიათ პროექტებს შორის. ეს კი დაგეხმარებათ სხეულის გააქტიურებასა და სტრესის დონის შემცირებაში. 

Stretchly

Stretchly შეგახსენებთ, რომ რეგულარულად დაისვენოთ ეკრანისგან და იმოძრაოთ, რაც ხელს უწყობს თვალის დაძაბვისა და გონებრივი დაღლილობის შემცირებას. ეს უაღრესად კონფიგურირებადი აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დააყენოთ შესვენებების სიხშირე და ხანგრძლივობა თქვენი მუშაობის სტილის შესაბამისად.

„მონტემარი“ – „გუმბათი ჯგუფის“ გამორჩეული საინვესტიციო აპარტამენტი

ანტარქტიდიდან სმარტფონამდე — როგორ შექმნეს Power Bank?