4
Mar
2019

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

4 Mar 2019

2019 წლის აპრილიდან, საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. ამის შესახებ „რადიო იმედის“ დილის არხის ეთერში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა – მარიამ ბეზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი სამსახური კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ დაექვემდებარება.

მისი თქმით, ახალი სამსახურის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება დასაქმების სახელმწიფო სერვისები. „დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე – დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე worknet.gov.ge“, – განაცხადა ბაზერაშვილმა.

განხილვა