11
Apr
2019

როგორ ვკონცენტრირდეთ? ანუ ნოტიფიკაციების მავნე ზემოქმედება

11 Apr 2019

ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. მოგვიტანა კომფორტი და გაგვიმარტივა კომუნიკაცია. თუმცა, ნებისმიერი კარგი რამ შეიძლება გახდეს მავნე, თუკი მას ჭარბი რაოდენობით მოვიხმართ. არისტოტელემ ეს იცოდა და ამბობდა, რომ ბედნიერებისა და წარმატების მისაღწევად, ადამიანებმა უნდა იპოვონ ბალანსი არასაკმარისსა და ჭარბს შორის. ბუდაც ბალანსს უჭერდა მხარს.  მაგალითად, ძილი სასარგებლო რამაა, თუმცა, ძილი 16 საათის ხანგრძლივობით, არც ისე. ასევეა ტექნოლოგიების შემთხვევაშიც – მათი უკონტროლო გამოყენება ჩვენს ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

1975 წელს, წარმოშობით უნგრელმა ფსიქოლოგმა მიჰალი ჩიკსენტმიჰალიმ აღმოაჩინა “ნაკადური” ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ერთ ამოცანაში ხარ ჩაძირული, ხოლო დანარჩენ სამყაროს ყურადღებას არ აქცევ. მაკინზიმ შენიშნა, რომ ხელმძღვანელები მოძრაობისას ხუთჯერ უფრო პროდუქტიულები არიან.

თუმცა, თანამედროვე ტიპური სამუშაო გარემოსთვის ნოტიფიკაციების ხმა განუყოფელი ნაწილია. ეს ხელმძღვანელებს ჰიპერმგრძნობიარე მდგომარეობაში ამყოფებს. ნოტიფიკაციები არ გვაძლევს საშუალებას, შევიდეთ “ნაკადის” მდგომარეობაში და საუკეთესოდ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ამის ნაცვლად, ჩვენ ვტოვებთ ოფისს იმ შეგრძნებით, რომ მთელი დღე ვიმუშავეთ, მაგრამ გაცილებით ცოტა გავაკეთეთ, ვიდრე შეგვეძლო.

ის, რასაც ჩვენ “მულტიტასკინგს” ვეძახით, სინამდვილეში, ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვაა, რადგან დროის ერთ მონაკვეთში ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხზე შეგვიძლია ფიქრი. მას შემდეგ, რაც რაღაცამ გაგვიფანტა გონება, ჩვენ დაახლოებით, 23 წუთი გვჭირდება კონცენტრაციის სრულად მოსაკრებად, – ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაში. ასე რომ, თუკი თქვენ, დღის განმავლობაში, 2,617-ჯერ ეხებით სმარტფონს, ელექტრონულ ფოსტას 74-ჯერ ამოწმებთ და 46 ნოტოფიკაციას ღებულობთ, შეიძლება ითქვას, რომ “ნაკადის” მდგომარეობაში არასოდეს იმყოფებით.

“მაგრამ ეს სიახლეები მეხმარება, ვიყო საქმის კურსში. თანაც, ყოველ ჯერზე არც ვამოწმებ” – ამტკიცებს ზოგი. იმის მიუხედავად, ნოტიფიკაციებს ადევნებთ თვალს თუ არა, თქვენი ფიქრების ნაკადს მაინც შეუძლის ხელს იმაზე ფიქრი, უპასუხოთ თუ ღიად დატოვოთ. ბოლოდროინდელი შეფასებების მიხედვით, თითოეული ამოცანიდან 0.1 წამით გადართვაც კი, 40%-ით ამცირებს პროდუქტიულობას.

და რა აზრის ხართ, ყველა ამ ნოტოფიკაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით რომ ადევნოთ თვალი? შედიხართ საფოსტო განყოფილებაში და იქ ნახულობთ/პასუხობთ სხვა წერილებთან ერთად. ამგვარად, გიჩნდებათ შეგრძნება, რომ “ამოცანა” შეასრულეთ და მშვიდად მიუბრუნდებით საქმეს, რომელიც დღის ბოლომდე გაქვთ დასასრულებელი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები მიყვებიან ხოლმე მარტივ გზას. ბლოგერი ტიმ ურბანი ამტკიცებს, რომ ეს ჰგავს მაიმუნს, რომელიც მომენტალურ დაკმაყოფილებას ეძიებს. ის ფიქრობს მხოლოდ ამ წამზე და ამ მომენტში მიღებულ სიამოვნებაზე. მაგალითად, თუკი კომპიუტერში ინტერნეტი გვაქვს, ვითამაშოთ – რა დროს მუშაობაა?

ეს მიკერძოებულობა გვიქმნის კომფორტს, ზოგავს ჩვენს ენერგიას, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენს მიზნებს. ეს ტექნოლოგიური პლატფორმების დიზაინერებმა ძალიან კარგად იციან.

სათამაშო აპარატი ჩვენს ჯიბეებში

როგორც ნირ ეიალმა აღნიშნა, ტექნოლოგიური კომპანიები ჩვენი გონების მოწყვლად მომენტებს იყენებენ, რათა უფრო მეტად მიგვიზიდონ. მიჩვევას შინაგანი (ჩვენი სოციალური მოთხოვნილება) და გარეგანი (ნოტიფიკაცია) ტრიგერი იწვევს, რომელსაც ციკლის სახე აქვს. ჩვენ ვრეაგირებთ ტრიგერზე, მივმართავთ ქმედებას (მაგალითად, ვხსნით ფეისბუკს) და ვიღებთ დროებით ჯილდოს (“აი, შვიდი ნოტიფიკაცია მივიღე”). შემდეგ, ამ პლატფორმაში ინვესტირებას განვაგრძობთ (მაგალითად, რაიმეს ვაკომენტარებთ). ციკლი გრძელდება, თუმცა, მომდევნო ტრიგერი შეიძლება ასეთი იყოს: “ნეტავ, ვინ გამოეხმაურა ჩემს კომენტარს?” და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

სწორედ ამიტომ, “გუგლის” ყოფილი სპეციალისტი, რომელიც ჰუმანური ტექნოლოგიების ცენტრის დამფუძნებელია, სმარტფონის ტარებას სათამაშო აპარატს ადარებს. ჩვენ ვერ ვწყდებით და ყოველ ჯერზე ვუბრუნდებით აპარატს.

ეს არამხოლოდ ორგანიზაციების ეკონომიკურ დოვლათზე აისახება, არამედ თავად ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. მაკგილის უნივერსიტეტის ქცევითი ნეირომეცნიერის, დანიელ ლევიტინის თქმით, ამოცანების ცვლა დამღლელია და ტვინისგან დამატებით რესურსებს ხარჯავს, რასაც გამოფიტვამდე და შფოთვით აშლილ მივყავართ.

იყავი საკუთარი გაჯეტის პატრონი

სმარტფონის საჭიროება მნიშვნელოვნად იცვლება იმასთან ერთად, თუ როგორ ხედავთ მის საჭიროებას. ტექნოლოგიებთან ერთად, შეგვიძლია გაცილებით მეტს მივაღწიოთ, თუკი მისი მონის ნაცვლად, პატრონის ადგილს დავიკავებთ.

ლონდონის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად, ადამიანები ირჩევენ ნაგულისხმევ (default) პირობებს. გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, განსაზღვრავს იმ ნაგულისხმევ მოქმედებებს, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვამკვიდრებთ. ეს მშვენიერი ამბავია, რადგან ამ პრინციპით შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენი გარემოცვა.

რჩევები დამწყებთათვის:

გამორთეთ ნოტიფიკაციები ყველგან: დესკტოპზეც და სმარტფონზეც.

კონკრეტულ პერიოდებში, გამორთეთ ტელეფონი ან ფრენის რეჟიმზე დააყენეთ.

მოძებნეთ და დააყენეთ აპლიკაცია (მაგალითად, Freedom), რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვან ნოტიფიკაციებს გაფილტრავს, დროის გარკვეულ პერიოდებში.

Google Chrome-ში გამოიყენეთ “Compose Email”-ის ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ კონცენტრირდეთ წერილზე და თვალი აარიდოთ შემომავალი წერილების კონტროლს.

გამოიყენეთ ტაიმერი (Pomodoro), რომ გამიჯნოთ მნიშვნელოვანი საქმე და დაუბრკოლებლად შეასრულოთ ის.

გამოიყენეთ აპლიკაციები Digital Wellbeing app (Android) და Apple’s Screen Time (iOS), ამგვარად გააკონტროლებთ, რომელ ფანჯარაში ხარჯავთ მეტ დროს და ნახავთ, მაგალითად, ფეისბუკზე რამდენი დრო გაატარეთ.

ასევე, ეცადეთ, დაეხმაროთ საკუთარ გუნდს, თავი აარიდონ ნოტიფიკაციებს და დაიზღვიონ თავი დროისა და ენერგიის გაფანტვისგან. ამისთვის გამოგადგებათ საინფორმაციო შეხვედრები, სავარჯიშოები, წამახალისებელი აქტივობები.

წყარო: HBR



განხილვა