27-28 აპრილს საქართველოში პირველად, აბრეშუმის ქარხანაში, ვორქშოპების ფესტივალი იმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია მონაწილეობს. ორგანიზატორები საათში 50 პარალელური ვორქშოპის ჩატარებას აანონსებენ. ფესტივალი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი. ის ერთნაირად დააინტერესებს მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი პროფესიის შერჩევა უნდათ და ასევე, 25-45 წლის ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა ან ახალი ჰობის აღმოჩენა სურს. ვორქშოპების ფესტივალი საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც გართობა უნდათ, ასევე 65+ კატეგორიისთვის, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სურს, ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდეს.
საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე განსხვავებული ზონა იქნება განლაგებული:
პროფესიული განათლების და პიროვნული განვითარების ზონა
კვების ზონა
DIY და მებაღეობის ზონა
ჯანმრთელობის და სილამაზის ზონა
ხელოვნებისა და კრაფტის ზონა
მშობლების ზონა
ტექნოლოგიების ზონა
პროფესიული განათლების და პიროვნული განვითარების ზონა
კვების და სასმელების ზონა
მშობლების და ბავშვების ზონა
ვორქშოფები და მასტერკლასები
თითოეული აქტივობა მოიცავს მარტივ, პრაქტიკულ რჩევებს, ვორქშოფებსa და მასტერკლასებს:
ხელოვნება და კრაფტი
- ტანგო
- 5 რიტმი — თავისუფალი ცეკვის მედიტაცია
- ძერწვა
- სანთლების დამზადება
- ხალიჩების ქსოვა
- ხატვა ბავშვებისთვის
- ხატვა ზრდასრულებისთვის
- ტანსაცმლის დიზაინი
- დიორამა
- ტყავის მცირე ნივთების დამზადება
- ხის ნივთების დამზადება
- ავეჯის რესტავრაცია
- ანიმაცია
- რუკების ხატვა
- ხმელი ყვავილებისგან და ჰერბარიუმისგან ბარათების დამზადება
- ტექსტილზე ბეჭდვა
- დრამზე დაკვრა
კვება და სასმელები
- ღვინოში არომატების აღმოჩენა
- კოქტეილების დამზადება
- კომბუჩას მომზადება
- ჯანსაღი ენერჯი ბურთების დამზადება
- მარტივი იტალიური კერძები სახლის პირობებში
- ბურგერის მომზადება მარტივად
- პასტის ხელით დამზადება
- მარტივი ინგრედიენტებით სადილის მომზადება
- 10 წუთში მოსამზადებელი კერძები
- მორთვა, დეკორირება
- ყავა და მისი სწორი მომზადება
DIY და მებაღეობა
- არასაჭირო ნივთებისგან ახალი სიცოცხლის, ახალი ნივთების დამზადება
- მასტერკლასი
- მინიატურული სამშენებლო მასალებით მოდელების აშენება
- ოპტიმალური რჩევები პატარა ბინის ინტერიერისთვის
- ფენ შუი
- კოკედამას სიდ ბომბების ვორქშოფი
- მცენარეების გამრავლების მასტერკლასი/ვორქშოფი
- მცენარეების მოვლის მასტერკლასი/ვორქშოფი
- ლესვის მასტერკლასი/ვორქშოფი
ჯანმრთელობა და სილამაზე
- სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი სახლის პირობებში
- no make-up make-up
- თავის მოვლის რჩევები (ბუნებრივი მეთოდები, შეცდომები)
- პირველადი დახმარება
- საევაკუაციო რჩევები
- სახლში ვარჯიშის მარტივი რჩევები
- სწორი სუნთქვა
- ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ვარჯიშები
ტექნოლოგიების ზონა
- 3D მოდელირება და ბეჭდვა
- ლეგო რობოტიქსის ჰაკათონი
- თამაშების შექმნის ხელოვნება
- ხელოვნური ინტელექტი ჩეტბოტის შექმნა
- ხელნაკეთი მანქანების ვორქშოფი
- ელექტრონიქსის სახალისო ელექტროობა
- როგორ მივცე სწორად დავალება “promt” ChatGPT-სა და Dalle-ს
- როგორ დავიცვათ კიბერ ჰიგიენა
- როგორ შევქმნა ციფრული პროდუქტი კოდის დაწერის გარეშე
- კარიერული ბუთქემფი ქალებისთვის
განათლება
- საქართველოში დეფიციტური და აქტუალური პროფესიები 2030 წლისთვის
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარდგენა
- როგორ ავირჩიოთ პროფესია
- როგორ ავირჩიოთ საგანმანათლებლო დაწესებულება
- ქვეყნის გარეთ განათლება
პროფესიული განათლება
- კარიერული რჩევები – როგორ ავირჩიო პროფესია და ა. შ.
- როგორ გავხდე ფრილანსერი
- ვიწრო სპეციალობების ვორქშოფები
- პროფესიული განვითარება
- როგორ შევიცვალოთ პროფესია
- პიროვნული ზრდა
- ახალი უნარები და ხელსაწყოები
მშობლებისა და ბავშვების ზონა
- როგორ გავხდეთ უკეთესი მშობელი
- როგორ ვეურთიერთოთ შვილებს
- რა წავაკითხოთ
- საბავშვო გასართობი სივრცე
- მუსიკალურ ინსტრუმენტბზე დაკვრა
- ხატვა
Work Shop Fest-ის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 18-წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის პროფესიულ ბიოგრაფიაში 600-მდე ორგანიზებული ღონისძიებაა, მათ შორის შემდეგი ფესტივალები: Sport Fest, Kiketi Fest, Kiketi Forest Downhill Cup, Tsira Ski Cross.
[პარტნიორის კონტენტი]