16
თებ
2018

როგორ უნდა მოიქცე, თუ მთელ გუნდს აღიზიანებ – ტოქსიკური თანამშრომლის 3 ნიშანი

16 თებ 2018

თითოეულ სამუშაო სივრცეს ჰყავს, სულ მცირე, ერთი ისეთი თანამშრომელი, რომელიც სხვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, პირდაპირ, ან ირიბად ცდილობს სხვების დაკნინებასა და დაცინვას, აღიზიანებს გუნდის დიდ ნაწილს. ეს არის ტოქსიკური თანამშრომელი, ჭიანი ვაშლი, რომელიც აფუჭებს მთელ კალათა ვაშლს. რა მოხდება, თუ ერთ დღეს გეტყვიან, რომ შენ ხარ ეს ადამიანი? დაკვირვებიხარ, უხარიათ თუ არა საქმის შენთან ერთად კეთება თანამშრომლებს?

statiebi-bog
statiebi-bog

გთავაზობთ რამდენიმე ტიპურ თვისებას, რომელიც ტოქსიკურ თანამშრომლებს ახასიათებთ. ასევე, ამ თვისებებთან გამკლავების სტრატეგიებს, რომლებიც, შესაძლოა, გამოგადგეთ სიტუაციის გამოსასწორებლად მანამ, სანამ თქვენი მომწამვლელი ტენდენციები გაანადგურებენ თქვენს კარიერას.

საუბრობთ, ან იქცევით პასიურ-აგრესიულად?
პასიურ-აგრესიულობა არის სამსახურში ტოქსიკური ქცევის კლასიკური მაგალითი. თქვენ ხარჯავთ უფრო მეტ დროს სამუშაო სივრცეში, ვიდრე სხვაგან, სახლის გამოკლებით. პასიურ-აგრესიულმა ქცევამ, მაგალითად, საეჭვო და დამცინავი კომპლიმენტების თქმამ, თანამშრომლის დაიგნორებამ, ან პროცესიდან ვინმეს მიზანმიმართულმა გამორიცხვამ, შესაძლოა, თავი მოიყაროს სამუშაო სივრცის თავზე, როგორც მუქმა, უამინდობის მომასწავებელმა ღრუბელმა..

თუ პასიურ-აგრესიულობა თქვენთვის დამახასიათბელი, ქრონიკული ქცევაა, რთულია გაიაზროთ, როდის აკეთებთ ამას და მით უმეტეს, გადადგათ ნაბიჯები მოცემულობის შესაცვლელად. პირველი ნაბიჯი არის გაიგოთ მეტი ამის შესახებ. პასიურ აგრესიულობა შეიძლება სათავეს იღებდეს ფსიქოლოგიური ადაპტაციის ან თავდაცვის აუცილებლობიდან. ტოქსიკური თანამშრომლები, რომლებიც ემოციის გამოხატვის/დაცლის ამ მიმართულებას ირჩევენ, აკეთებენ ამას მაშინ, როდესაც გრძნობენ თავს საფრთხის ქვეშ, არიან ეჭვებში, არასაიმედო მდგომარეობაში ან არამტკიცედ საკუთარ კომპეტენციებში.

იმის მაგივრად, რომ თანამშრომლების მიმართ აგრესიის გზით გამოავლინოთ გრძნობები, გამოუშვით ისინი ბევრად პროდუქტიული გზით. მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია გაანეიტრალოს გაბრაზება, უკმაყოფილება ან სხვა ნეგატიური გრძნობები. ივარჯიშეთ სამსახურის დაწყებამდე, ან ლანჩის დროს. იარეთ ფეხით, ყოველ 2 საათში ერთხელ მაინც, მოშორდით კომპიუტერის ეკრანს, რათა განიტვირთოთ და შესაბამისად, უკუაგდოთ გაღიზიანება.

ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებთ ?
ყველა გადის ფაზას, როცა სჭირდება და უნდა მეტი ყურადღება, ვიდრე აუცილებელია. შესაძლოა, მიიღეთ არასასურველი უკუკავშირი, გაიგეთ ოჯახის წევრის ავადმყოფობის შესახებ, ან არ გაქვთ საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობის სამსახურში. სიტუაციის მიუხედავად, ეს არის ღრმა გრძნობები, რომლებიც უკავშირდება გაბრაზებას, დეპრესიას, ან მღელვარებასა და შიშს, რომლებიც აუცილებლად გაიკაფავენ გზას გამოვლენისკენ, უფრო ხშირად კი, ნეგატიურ კონტექსტში.

გაითვალისწინეთ, რომ მთავარი შესაძლოა იყოთ საკუთარი თავისთვის, თუმცა, არ არის აუცილებელი ყველა სიტუაციაში წარმოაჩინოთ, რომ უმთავრესი ხართ.. როცა ჩაერთვებით ჯგუფურ დისკუსიაში, ეცადეთ მოისმინოთ მეტი და ილაპარაკოთ ნაკლები. თუ გაქვთ სურვილი, რომ გამოთქვათ ხამამღალი აზრი მხოლოდ იმისათვის, რომ საუბარი თქვენკენ მომართოთ, ებრძოლეთ ამ სურვილს. დაუსვით კითხვა დისკუსიაში ჩართულ თანამშრომელს, გამოავლინეთ საკუთარი თავიც და სხვასაც მიეცით პლატფორმა აზრის დასაფიქსირებლად. ისეთი სიტუაციების შექმნას, რომელიც მხოლოდ თქვენს წარმოჩენას ემსახურება, აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს ღირებული იქნება სხვისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, გამოცადეთ თქვენი მოსმენის უნარები და ხანდახან, იქეცით სხვა ადამიანის გამოკვეთისკენ მიმართულ სინათლედ.

გშურთ სხვების წარმატების?
შური – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გრძნობა, რომელიც შეიძლება ტოქსიკურ ქცევად ტრანსფორმირდეს. თუ თანამშრომელი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, თქვენ შეიძლება აღნიშნული ფაქტით გამოწვეული ღელვა გამოხატოთ პასიურ-აგრეისიული ქცევით, მაგალითად, სარკასტულად მიულოცოთ წარმატება და უთხრათ, რომ მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა.

შურის საფუძვლებში შეგვიძლია დაუცველობა, საკუთარი თავის უნდობლობა ვიპოვნოთ. გააცნობიერეთ, რომ თქვენი თანამშრომლის წარმატება თქვენზეც კარგად მოქმედებს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება. ფოკუსირდით თქვენს პირად მიზნებზე; როცა სხვა მიიღებს იმას, რაც თქვენ გინდოდათ, ისწავლეთ მოთმინება და მონდომება. სხვა ადამიანების მიღწევებით შეპყრობა გამოიწვევს კარიერული მიზნებისგან თქვენს გაცლას. გამოუცხადეთ გულწრფელი მხარდაჭერა წარმატებულ თანამშრომლებს, გაიზიარეთ ფაქტის მნიშვნელობა და აღიარეთ ეს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი კომპანიის დიდი მიზნებისაკენ. ეს დაგეხმარებათ მიმართოთ თქვენი ნეგატიური ენერგია პოზიტიურისკენ და გამოიწვიოთ საკუთარი თავი უკეთ სამუშაოდ.



განხილვა