ბიზნეს სამყაროში „როკვარსკვლავის“ წოდება სულ უფრო მზარდ ტენდენციად იქცა, რასაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Workday კრეატიულად ეხმიანება. სუპერთასის ფარგლებში შექმნილ რეკლამაში ნამდვილი როკვარსკვლავები არიან წარმოდგენილნი და სახალისოდ აკრიტიკებენ ყველას, ვინც ამ სიტყვას მეტისმეტად უბრალოდ იყენებს.
სიუჟეტის მთავარი პერსონაში Kiss-ის თანადამფუძნებელი პოლ სტენლია, რომელიც აუდიტორიას სცენიდან ეკითხება: „ჰეი, კორპორატიულო ტიპებო, შეწყვეტთ ერთმანეთისთვის როკვარსკვლავების დაძახებას?!“ ამას მოჰყვება კაბინეტში მსხდომი მამაკაცების სცენა, როცა ერთმანეთს სწორედ აღნიშნული ტერმინით აქებენ.
შემდეგ ჯოან ჯეტი გვეკითხება: „იცით, რა არის საჭირო როკვარსკვლავობისთვის?“ ასევე, ვხედავთ უბრალო კოსტიუმში გამოწყობილ ოსბორნს, რომელიც ოფისში მუშაობს, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი და შეუსაბამოა — როგორც ბიზნესმენის როკერობა.
კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო Ogilvy-მ იმუშავა.