in

თუ შვებულების შემდეგ მუშაობა გიჭირთ, ეს 7 მეთოდი დაგეხმარებათ

M2
M2

შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ისევ სამსახურზე ფიქრი საკმაოდ რთულია. შესაძლოა, თქვენი პროფესიული ცხოვრება ძალიანაც გიყვარდეთ, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ფიქრობდეთ… ამიტომ, მოდით, ის მეთოდები განვიხილოთ, რომლებიც სამსახურში ბუნებრივი და პოზიტიური გზით დაბრუნებაში დაგეხმარებათ:

  1. მოიწყვეთ ერთი თავისუფალი დღე

თვალი გავუსწოროთ რეალობას — რაც უფრო გრძელი და სასიამოვნოა შვებულება, მით უფრო რთულია სამსახურში დაბრუნება. ეს სრულიად ბუნებრივიცაა. ზარმაცი დღეების შემდეგ თქვენი ძილის რეჟიმიც აირეოდა, რაც არსებულ სიტუაციას აუარესებს… ხოლო თუ ეს უკანასკნელი მოწესრიგებული გქონდათ, დიდად არაფერი იცვლება, რადგან თქვენი ტვინი მთელი დღის მანძილზე ბევრი საქმის კეთებას გადაეჩვია. ასე რომ, პროდუქტიულ მესთან დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია, სამსახურში მომენტალურად არ დაბრუნდეთ, ერთი თავისუფალი დღე აიღეთ, რათა ძველ ყოველდღიურ ცხოვრებას მოერგოთ. ამასთან, შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ, რათა თქვენი პირველი სამუშაო დღე შვებულების შემდეგ სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალი იყოს. ამას მარტივი ნაბიჯების გადადგმით შეგიძლიათ მიაღწიოთ, იქნება ეს იმის გადაწყვეტა, შვებულებიდან დაბრუნების პირველ დღეს, თუ რას შეჭამთ ან რას ჩაიცვამთ… 

2. შეინარჩუნეთ დასვენების განწყობა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა შვებულების ცხოვრებასა და ჩვეულებრივ ცხოვრებას შორის არსებული კონტრასტია. ამის შემსუბუქება კი სწორედ დასვენების განწყობის შენარჩუნებით შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, აქ ელ.ფოსტის წერის დროს ხელში კოქტეილით ყოფნა არ იგულისხმება, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი შვებულების სიმღერებს მოუსმინოთ, თუ გარეთ კარგი ამინდია, ბაღში შეჭამოთ ან თუნდაც, მზისგან დამცავი კრემი წაისვათ… მოკლედ რომ ვთქვათ, გააკეთოთ რაიმე თქვენი დასვენების რუტინიდან. შესაძლოა, ეს არც ისე სარწმუნო მეთოდად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ნამდვილად ამართლებს. 

3. იყავით კარგი საკუთარი თავის მიმართ

ფრილანსერები კი ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან მათი ანაზღაურება თითოეულ სამუშაო დღეზეა დამოკიდებული, ამიტომ, სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას ცდილობენ ან ამ პროცესში მყისიერად ჩართვას. და თუ ახლა თქვენი თავი ამოიცანით, შეგიძლიათ ღრმად ამოისუნთქოთ, რადგან დასვენების უფლება თქვენც ისევე გაქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. 

ყოველთვის იყავით კარგი საკუთარი თავის მიმართ. აქ კი მაგალითად ილუსტრატორის კალინა ლიდმეიერის მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ: შესაძლოა, ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, მისასალმებელი ჟესტივით, საკუთარი თავისთვის ყვავილებს ვყიდულობ.

4. მარტივად დაბრუნდით უკან

რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების პირველივე დღესვე 100%-ით პროდუქტიულები და მიზანზე ორიენტირებულები ვერასდროს ვიქნებით. ასე რომ, ეს ცდადაც არ ღირს. მნიშვნელოვანია, პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგათ და ეტაპობრივად დაიწყოთ დიდ სირთულეებთან გამკლავება. თქვენი მუშაობის ძველ რიტმში მცირე, ერთი შეხედვით, შეუსაბამო ამოცანებმაც კი შეიძლება დაგაბრუნოთ. 

5. დატოვეთ შეტყობინება, რომ არ იმყოფებით ოფისში

ის, რასაც სამსახურში დაბრუნებისას ყველაზე ხშირად აკეთებენ, ელ.ფოსტის შემოწმებაა. თუმცა ასობით შეტყობინებაზე პასუხის გაცემა, წარმოუდგენლად დამღლელი შეიძლება იყოს… ამიტომ, მნიშვნელოვანია, შვებულების დროს ავტომოპასუხე დააყენოთ, რათა ელ.ფოსტის ავტორები თქვენგან პასუხის მიღებას მალევე არ ელოდონ. ეს სამსახურში დაბრუნებისას ასობით წერილზე პასუხის გაცემისგან გიხსნით და ამას ეტაპობრივად მოახერხებთ, ისე რომ ყველა აღდგენილი ენერგია ამ საქმეზე არ დაგეხარჯოთ.

6. გამოიყენეთ ახალი იდეები, სანამ ისინი ჯერ კიდევ ახალია

ხოლო თუ ელ.ფოსტებზე პასუხის გაცემა არ არის ის, რაც სამსახურში დაბრუნებისას პირველად უნდა გააკეთოთ, აბა, რა არის? დასვენებისას ხშირად მრავალი ახალი და საინტერესო იდეა იბადება. აქ კი კარგი იქნება თუ თქვენს იდეებს ჩამოაყალიბებთ, დაიწყებთ განხორციელებას ან გაუზიარებთ სხვებს მანამ, სანამ იდეა ჯერ კიდევ ახალია. დიახ, ეს სამსახურში დაბრუნებისას პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

7. ხელახლა განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

დასვენებისას ფიქრისთვის ბევრი დრო გვრჩება, ბევრი ადამიანი საკუთარ ცხოვრებასა თუ კარიერას ხელახლა აფასებს, რა დროსაც ხშირად პრიორიტეტების გადაფასებაც ხდება… ფრილანსერი ოდა ლილეასენი ამბობს: სამსახურში დაბრუნების პირველ დღეს დიდ ფურცელს ვდებ ჩემ წინ და ვწერ, რა მინდოდა ზაფხულამდე, ვამოწმებ, მაქვს თუ არა ისევ ეს პრიორიტეტები, შემდეგ კი ვწერ ჩემი პროექტის გეგმებს შემოდგომისთვის, იქნება ეს ახალი, თუ ძველი.

გაიგეთ? მზე გაყიდულა! – Google-ის კამპანია

როგორ იყენებენ ბრენდები და კრეატორები Roblox-სის ფუნქციას რეალისტურად, ვირტუალურ სამყაროში?