დღეს, თითქმის, მთელი მსოფლიო დისტანცირებულია და სახლიდან მუშაობს. მშვიდობის დროს, ალბათ, ყველას, გვიოცნებია სახლიდან მუშაობაზე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა შექმნილი რეალობა არც დასაქმებულს მოსწონს და არც – დამსაქმებელს?! -ამჯერად, „მარკეტერის“ პოდკასტის სტუმარია europebet-ის HR დირექტორი თამარა ქლიბაძე და ვსაუბრობთ თემებზე: როგორ ვიფიქროთ კომპანიის გადარჩენასა და განვითარებაზე, თუ გუნდში ამის ენერგია აღარ არსებობს, როგორ გავხადოთ დისტანციური მუშაობა უფრო კომფორტული, რისი გაკეთება შეუძლიათ დამსაქმებლებს, როგორ შეიცვლება დასაქმების ბაზარი კრიზისის შემდეგ?
ეს „მარკეტერის“ პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.
„მარკეტერის“ პოდკასტის ყველა ეპიზოდი მოისმინეთ ვებგვერდზე podcast.ge.