22
Nov
2018

სისულელეა გვიანობამდე მუშაობა!

22 Nov 2018

ზეგანაკვეთური სამუშაო, კარიერულ და პირად ცხოვრებაში, კონფლიქტის ერთ-ერთი საფუძვლიანი მიზეზია, მაშინაც კი, თუ საკუთარი სამსახური ძალიან გიყვარს. დღესდღეობით, მილიონობით ადამიანი რეგულარულად მუშაობს ზედმეტს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. თუმცა, ფინანსური სარგებლის გარეშე მუშაობას რომ თავი დავანებოთ, ადამიანები დაღამებამდე სამსახურის ამბებში ჩართვით, საკუთარ თავს ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებენ:

statiebi-bog
statiebi-bog

ენერგიის აღდგენა გჭირდება
ადამიანები ფიქრობენ, რომ გვიანობამდე მუშაობა კარგად მუშაობას უდრის. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა, ხანდახან, პირიქით, საწინააღმდეგო მნიშვნელობასაც იძენს. დიდხანს მუშაობა, ისედაც დამღლელ დღეებში, შენს პროდუქტიულობაზე მოქმედებს. წარმოიდგინე, მეორე დღეს, დაღლილი, გამოუძნებელი, სამუშაო დღის განმავლობაში, ისევ ვერ ასწრებ დავალებების დროულად შესრულებას და ნელ-ნელა ებმები რუტინაში, სადაც ცნება „თავისუფალი დრო“ საერთოდაც, აღარ არსებობს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გიყვარს სამსახური, აუცილებლად გჭირდება ცხოვრება სამსახურის მიღმაც, თუნდაც, იმისთვის, რომ არ მოგბეზრდეს და მომდევნო დღეს, ისევ სასიამოვნო იყო სამუშაო ადგილას დაბრუნება.

გვიანობამდე მუშაობა, რეალურად, საზიანოა შენი ჯანმრთელობისთვის
გვიანობამდე მუშაობა ჯანმრთელობას ვნებს. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევას თუ დავეყრდნობით, ისინი, ვინც დიდხანს, დაღამებამდე ოფისში არიან, ამით ისინი გულის შეტევის რისკს ზრდიან, მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან, დიაბეტის საშიშროების ქვეშ აყენებს საკუთარ თავს… და ასე, დაუსრულებლად გრძელდება ზედმეტი მუშაობით გამოწვეული მავნე ჩამონათვალი.

დავალებების შესრულება სამუშაო საათებში უნდა შეძლო
შენთვის განკუთვნილი სამუშაო საათები შემთხვევით არაა შენი სამუშაო დრო. თუ აღმოაჩენ, რომ გვიანობამდე დარჩენა გიწევს ხშირად იმის გამო რომ დავალების შესრულებას ვერ ასწრებ მოცემულ დროში, დროა, შენს თანამშრომლებსა თუ ხელმძღვანელობას ამ თემაზე ესაუბრო.

ზეგანაკვეთური მუშაობა გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში ხელს შეგიშლის 
ცოტა ხნით უკან დაბრუნდი და პრიორიტეტები განსაზღვრე. საით მიჰყავხარ იმ სამუშაოს შესრულებას, რომელსაც დღეს ემსახურები?! თუ გრძნობ, რომ შენს სამომავლო გეგმებთან არანაირი კავშირი არ აქვს ამჟამინდელ საქმიანობას, შეწყვიტეს ის. სამსახურში გვიანობამდე დარჩენა არათუ დაგეხმარება, მეტიც, ხელს შეგიშლის სამომავლო, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში.

გახანგრძლივებული სამუშაო დრო არ უდრის ხანგრძლივ პროდუქტიულობას
მოდი, ვნახოთ იმ ქვეყნის პრაქტიკა, სადაც დამსაქმებელსა და თანამშრომელს შორის გულწრფელი პატივისცემა არსებობს. ეს ქვეყანა შვედეთია. შვედები ცნობილები არიან თავიანთი მარტივი მიდგომით სამსახურსა თუ სკოლებში. მხოლოდ 1% შვედური სამუშაო ადგილებისა, მუშაობს 50 საათზე მეტს კვირაში. მათ აქვთ დასვენების 25 დღე და ძალიან იშვიათად ნახავთ რომელიმე დასაქმებულ ადამიანს, საღამოს 5-ის მერე სამსახურში.



განხილვა